https://sputnik-georgia.com/20260108/ass-is-desanti-marinerze-rusetis-sagareo-saqmeta-saministros-reaqcia-296568403.html
აშშ-ის დესანტი „მარინერზე“ საზღვაო სამართლის უხეში დარღვევაა: რუსეთის საგარეო უწყება
აშშ-ის დესანტი „მარინერზე“ საზღვაო სამართლის უხეში დარღვევაა: რუსეთის საგარეო უწყება
Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „მარინერის“ ინციდენტმა შესაძლოა მშვიდობიანი ნაოსნობის წინააღმდეგ „ძალის გამოყენების ზღვრის“ შემცირება... 08.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-08T17:35+0400
2026-01-08T17:35+0400
2026-01-08T17:35+0400
აშშ
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1e/272583342_0:48:1600:948_1920x0_80_0_0_41a391e6979cc99762c5d323cb373b94.jpg
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის დესანტის მიერ ტანკერ „მარინერის“ დაკავებას ეხმაურება.„საფრთხეშია „მარინერის“ ეკიპაჟის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები შედიან. მიგვაჩნია, რომ კატეგორიულად მიუღებელია აშშ-ის ხელისუფლების მიერ აბსურდული საბაბით მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის მუქარა.“საერთაშორისო სამართლის თანახმად, ღია ზღვაში გემის გაჩერება და შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ მიზეზთა შეზღუდული ჩამონათალის მიხედვით, როგორიცაა მეკობრეობა ან მონებით ვაჭრობა, რაც აშკარად არ მიესადაგება „მარინერს“.ყველა სხვა შემთხვევაში, ასეთი ქმედებები ნებადართულია მხოლოდ დროშის სახელმწიფოსთან - ამ შემთხვევაში, რუსეთთან - შეთანხმებით.რუსეთს არა მხოლოდ არ გაუცია ასეთი თანხმობა, არამედ, პირიქით, ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა აშშ-ის ხელისუფლებას „მარინერის“ დევნის გამო.აშშ-ის მიერ მისი ეროვნული „სანქციების კანონმდებლობაზე“ აპელირება უსაფუძვლოა: აშშ-ის, ისევე როგორც სხვა დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული ცალმხრივი შემზღუდავი ზომები არალეგიტიმურია და ვერ გამოდგება იურისდიქციის დამყარების მცდელობის გასამართლებლად, მით უმეტეს, ღია ზღვაში გემების დაკავებისთვის.გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „მარინერის“ ინციდენტმა შესაძლოა მშვიდობიანი ნაოსნობის წინააღმდეგ „ძალის გამოყენების ზღვრის“ შემცირება გამოიწვიოს.„ვაშინგტონის მიერ შექმნილი სახიფათო და უპასუხისმგებლო მაგალითით შთაგონებულმა ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ და სტრუქტურამ შესაძლოა თავს უფლება მისცეს და მსგავსი ქმედებები ჩაიდონოს“.ეს ევროატლანტიკურ რეგიონში სამხედრო და პოლიტიკური დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული დესანტის მიერ დაკავებული გემ „მარინერის“ ეკიპაჟის 28 წევრიდან 20 უკრაინის მოქალაქეა, 6 - საქართველოს მოქალაქე (კაპიტნის ჩათვლით), ხოლო ორი პირი - რუსეთის მოქალაქეა.თავდაპირველად, გემი გაიანას დროშის ქვეშ კერძო სავაჭრო კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. აშშ-ის სანაპირო დაცვის გემმა მოითხოვა, რომ „მარინერს“ გეზი აშშ-ის პორტისკენ აეღო, რადგან ვაშინგტონს გაიანას ხელისუფლებისგან არ მიუღია დადასტურება, რომ ქვეყანამ გემს თავისი დროშა მიანიჭა.გემი არ დაემორჩილა მოთხოვნას, კურსი შეიცვალა და ვენესუელის სანაპიროდან ატლანტის ოკეანისკენ გაემართა. კაპიტანმა გზად ტანკერის სახელი შეცვალა და სოჭის პორტის კაპიტანისგან რუსეთის დროშის ქვეშ დროებითი რეგისტრაცია მიიღო.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1e/272583342_92:0:1508:1062_1920x0_80_0_0_24191c48c44e4ec16b646280b55018fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ-ის დესანტი „მარინერზე“ საზღვაო სამართლის უხეში დარღვევაა: რუსეთის საგარეო უწყება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „მარინერის“ ინციდენტმა შესაძლოა მშვიდობიანი ნაოსნობის წინააღმდეგ „ძალის გამოყენების ზღვრის“ შემცირება გამოიწვიოს.
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის დესანტის მიერ ტანკერ „მარინერის“ დაკავებას ეხმაურება.
„საფრთხეშია „მარინერის“ ეკიპაჟის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები შედიან. მიგვაჩნია, რომ კატეგორიულად მიუღებელია აშშ-ის ხელისუფლების მიერ აბსურდული საბაბით მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის მუქარა.“
საერთაშორისო სამართლის თანახმად, ღია ზღვაში გემის გაჩერება და შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ მიზეზთა შეზღუდული ჩამონათალის მიხედვით, როგორიცაა მეკობრეობა ან მონებით ვაჭრობა, რაც აშკარად არ მიესადაგება „მარინერს“.
ყველა სხვა შემთხვევაში, ასეთი ქმედებები ნებადართულია მხოლოდ დროშის სახელმწიფოსთან - ამ შემთხვევაში, რუსეთთან - შეთანხმებით.
რუსეთს არა მხოლოდ არ გაუცია ასეთი თანხმობა, არამედ, პირიქით, ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა აშშ-ის ხელისუფლებას „მარინერის“ დევნის გამო.
აშშ-ის მიერ მისი ეროვნული „სანქციების კანონმდებლობაზე“ აპელირება უსაფუძვლოა: აშშ-ის, ისევე როგორც სხვა დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული ცალმხრივი შემზღუდავი ზომები არალეგიტიმურია და ვერ გამოდგება იურისდიქციის დამყარების მცდელობის გასამართლებლად, მით უმეტეს, ღია ზღვაში გემების დაკავებისთვის.
გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „მარინერის“ ინციდენტმა შესაძლოა მშვიდობიანი ნაოსნობის წინააღმდეგ „ძალის გამოყენების ზღვრის“ შემცირება გამოიწვიოს.
„ვაშინგტონის მიერ შექმნილი სახიფათო და უპასუხისმგებლო მაგალითით შთაგონებულმა ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ და სტრუქტურამ შესაძლოა თავს უფლება მისცეს და მსგავსი ქმედებები ჩაიდონოს“.
ეს ევროატლანტიკურ რეგიონში სამხედრო და პოლიტიკური დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული დესანტის მიერ დაკავებული გემ „მარინერის“ ეკიპაჟის 28 წევრიდან 20 უკრაინის მოქალაქეა, 6 - საქართველოს მოქალაქე (კაპიტნის ჩათვლით), ხოლო ორი პირი - რუსეთის მოქალაქეა.
თავდაპირველად, გემი გაიანას დროშის ქვეშ კერძო სავაჭრო კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. აშშ-ის სანაპირო დაცვის გემმა მოითხოვა, რომ „მარინერს“ გეზი აშშ-ის პორტისკენ აეღო, რადგან ვაშინგტონს გაიანას ხელისუფლებისგან არ მიუღია დადასტურება, რომ ქვეყანამ გემს თავისი დროშა მიანიჭა.
გემი არ დაემორჩილა მოთხოვნას, კურსი შეიცვალა და ვენესუელის სანაპიროდან ატლანტის ოკეანისკენ გაემართა. კაპიტანმა გზად ტანკერის სახელი შეცვალა და სოჭის პორტის კაპიტანისგან რუსეთის დროშის ქვეშ დროებითი რეგისტრაცია მიიღო.