https://sputnik-georgia.com/20260108/amerikuli-desantis-mier-dakavebuli-marineris-ekipajis-6-wevri-saqartvelos-moqalaqea-296561287.html
ამერიკული დესანტის მიერ დაკავებული „მარინერის“ ეკიპაჟის 6 წევრი საქართველოს მოქალაქეა
ამერიკული დესანტის მიერ დაკავებული „მარინერის“ ეკიპაჟის 6 წევრი საქართველოს მოქალაქეა
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ამერიკული დესანტის მიერ დაკავებული გემ „მარინერის“ ეკიპაჟის 28 წევრიდან 20 უკრაინის მოქალაქეა, 6 - საქართველოს მოქალაქე (კაპიტნის... 08.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-08T12:15+0400
2026-01-08T12:15+0400
2026-01-08T17:36+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
რუსეთი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286566911_0:0:3128:1761_1920x0_80_0_0_00982dfd526ddcf4de63b988b3a6acdd.jpg
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ამერიკული დესანტის მიერ დაკავებული გემ „მარინერის“ ეკიპაჟის 28 წევრიდან 20 უკრაინის მოქალაქეა, 6 - საქართველოს მოქალაქე (კაპიტნის ჩათვლით), ხოლო ორი პირი - რუსეთის მოქალაქეა, იუწყება Sputniklive.თავდაპირველად, გემი გაიანას დროშის ქვეშ კერძო სავაჭრო კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. აშშ-ის სანაპირო დაცვის გემმა მოითხოვა, რომ „მარინერს“ გეზი აშშ-ის პორტისკენ აეღო, რადგან ვაშინგტონს გაიანას ხელისუფლებისგან არ მიუღია დადასტურება, რომ ქვეყანამ გემს თავისი დროშა მიანიჭა.გემი არ დაემორჩილა მოთხოვნას, კურსი შეიცვალა და ვენესუელის სანაპიროდან ატლანტის ოკეანისკენ გაემართა. კაპიტანმა გზად ტანკერის სახელი შეცვალა და სოჭის პორტის კაპიტანისგან რუსეთის დროშის ქვეშ დროებითი რეგისტრაცია მიიღო. (სოჭის პორტის კაპიტანს ასეთი დროებითი რეგისტრაციის გაცემის უფლებამოსილება ჰქონდა.)მიუხედავად იმისა, რომ რეისი წმინდა კომერციული ხასიათისა იყო, რუსული მხარე ვალდებულებას იღებს მოაგვაროს ბორტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების დაცვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
აშშ
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286566911_222:0:2953:2048_1920x0_80_0_0_051585d622d7598738f52c74e015f872.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, საქართველო
ამერიკული დესანტის მიერ დაკავებული „მარინერის“ ეკიპაჟის 6 წევრი საქართველოს მოქალაქეა
12:15 08.01.2026 (განახლებულია: 17:36 08.01.2026) თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ამერიკული დესანტის მიერ დაკავებული გემ „მარინერის“ ეკიპაჟის 28 წევრიდან 20 უკრაინის მოქალაქეა, 6 - საქართველოს მოქალაქე (კაპიტნის ჩათვლით), ხოლო ორი პირი - რუსეთის მოქალაქეა, იუწყება Sputniklive.
თავდაპირველად, გემი გაიანას დროშის ქვეშ კერძო სავაჭრო კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. აშშ-ის სანაპირო დაცვის გემმა მოითხოვა, რომ „მარინერს“ გეზი აშშ-ის პორტისკენ აეღო, რადგან ვაშინგტონს გაიანას ხელისუფლებისგან არ მიუღია დადასტურება, რომ ქვეყანამ გემს თავისი დროშა მიანიჭა.
გემი არ დაემორჩილა მოთხოვნას, კურსი შეიცვალა და ვენესუელის სანაპიროდან ატლანტის ოკეანისკენ გაემართა. კაპიტანმა გზად ტანკერის სახელი შეცვალა და სოჭის პორტის კაპიტანისგან რუსეთის დროშის ქვეშ დროებითი რეგისტრაცია მიიღო. (სოჭის პორტის კაპიტანს ასეთი დროებითი რეგისტრაციის გაცემის უფლებამოსილება ჰქონდა.)
მიუხედავად იმისა, რომ რეისი წმინდა კომერციული ხასიათისა იყო, რუსული მხარე ვალდებულებას იღებს მოაგვაროს ბორტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების დაცვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.