სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ვეტერინარის საქმიანობა იკრძალება

© Depositphotos.com / NataliMisვეტერინარი
ვეტერინარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2026
გამოწერა
სერტიფიკატის გარეშე მუშაობა უკანონოდ ჩაითვლება და პირის დაჯარიმებას დაექვემდებარება
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში ვეტერინარად მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური სახელმწიფო სერტიფიკატი, სპეციალური დადგენილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო.
სერტიფიკატის მიღებას მხოლოდ ის ვეტერინარები შეძლებენ, რომელთა განათლება დადასტურებულია დიპლომით ან საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით.
ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად, პირი ვალდებულია სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს და დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტები წარადგინოს.
კერძოდ, აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ საქართველოში აღიარებული უნივერსიტეტის ან პროფესიული სასწავლებლის დიპლომი, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი, პირადობის მოწმობის ასლი და დასაქმების დამადასტურებელი საბუთი.
განაცხადების წარდგენის შემდეგ მათ მიეცემათ გამოცდის ჩაბარების უფლება ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე და, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ხუთი წლის განმავლობაში მუშაობის უფლება ექნებათ.
სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების შემდეგ მათი მონაცემებს რეესტრში შეიტანენ. სერტიფიკატის გარეშე მუშაობა უკანონოდ ჩაითვლება და პირის დაჯარიმებას დაექვემდებარება.
ყველა ახალი ამბავი
0