https://sputnik-georgia.com/20260107/meupe-shio-shobis-varskvlavi-dgesac-anatebs-296549543.html
მეუფე შიო: ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს და ანათებს
მეუფე შიო: ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს და ანათებს
Sputnik საქართველო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლს ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე იქადაგა. 07.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-07T17:00+0400
2026-01-07T17:00+0400
2026-01-07T17:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284437605_0:0:1315:741_1920x0_80_0_0_2533bd24880dbcd7397169821d5c0e23.jpg
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს და ანათებს, გვინათებს ცხოვრებას და ახარებს სულს, რადგან მასში გვინათებს ჩვენ საღვთო მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მაცხოვრის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას.საქართველოს მართლმადიდებლები დღეს ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას აღნიშნავენ. ყველა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში ღამე საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა.მან მრევლს ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე იქადაგა.ქრისტეშობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც, სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ოჯახში იწვევენ.წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობის დროს საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვები, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსია, რომლის დროსაც არასამარხვო დღეებში მრევლს ყველანაირი საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი - ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284437605_0:0:1315:987_1920x0_80_0_0_e0b8cccd91db4323be6f1d763e98b96c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
მეუფე შიო: ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს და ანათებს
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლს ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე იქადაგა.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს და ანათებს, გვინათებს ცხოვრებას და ახარებს სულს, რადგან მასში გვინათებს ჩვენ საღვთო მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მაცხოვრის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
საქართველოს მართლმადიდებლები დღეს ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას აღნიშნავენ. ყველა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში ღამე საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა.
„ჩვენ დღეს ვხარობთ და ვზეიმობთ, რადგან ღმერთი, რომელიც დედამიწაზე მოვიდა, აერთებს ზეციურს და მიწიურს. მან ისე შეიყვარა ადამიანი, რომ თავის საღვთო ბუნებას შეუერთა კაცობრივი ბუნება გონებისთვის მიუწვდომელი და განუყოფელი კავშირით", განაცხადა მეუფე შიომ.
მან მრევლს ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე იქადაგა.
„თუ გვსურს, რომ მოგვების მსგავსად უფალს მივართვათ ძღვენი, მივართვათ მას ჩვენი სულის წიაღში მოპოვებული ბრწყინვალე ოქრო, ეს არის ჩვენი შემოქმედებითი ძალების სწრაფვა; თუ გვსურს მივართვათ გულითადი ლოცვა, რომელიც გუნდრუკივით აღიწევა ზევით და თუ გვსურს, მივართვათ მური, სიმბოლო ღვთისა და ადამიანის სიყვარულისა, აი, ეს ძღვენი უნდა ვატაროთ მშვიდობისა და სათნოების გზით, როგორც გალობდნენ ანგელოზები შობის წმინდა ღამეს, რადგან სხვა გზა, მიმყვანებელი წმინდა ბაგაში მწოლიარე ჩვილთან, არ არსებობს!", - განაცხადა მეუფე შიომ.
ქრისტეშობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც, სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ოჯახში იწვევენ.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობის დროს საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვები, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსია, რომლის დროსაც არასამარხვო დღეებში მრევლს ყველანაირი საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი - ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.