https://sputnik-georgia.com/20260107/ashsh-deklaracias-xeli-ar-moawera-296549749.html
მედია: აშშ-მ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა
მედია: აშშ-მ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა
Sputnik საქართველო
გუშინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციამ" მიიღო დეკლარაცია სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში... 07.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-07T16:00+0400
2026-01-07T16:00+0400
2026-01-07T16:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა
აშშ
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265374504_0:113:3071:1840_1920x0_80_0_0_0828c2b3990427e27162078a04bbd13f.jpg
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. აშშ-მა ხელი არ მოაწერა კიევის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პარიზის შეხვედრის შემდეგ მიღებულ დეკლარაციას, იუწყება „რია ნოვოსტი“ Politico-ზე დაყრდნობით.გამოცემის ცნობით, თავდაპირველად ვაშინგტონისგან ამის გაკეთებას ელოდნენ, თუმცა დოკუმენტს მხოლოდ „მსურველთა კოალიციის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, რომელშიც აშშ არ შედის.გუშინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციამ" მიიღო დეკლარაცია სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ძალების განლაგებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით „სამხედრო ჰაბებს" შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინაში ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების განლაგების ნებისმიერი სცენარი კატეგორიულად მიუღებელია და მკვეთრ ესკალაციას იწვევს.აშშ-ის პოზიციააშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარიზის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული რამდენიმე ძირითად საკითხთან, მათ შორის, კიევის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისს მიაღწევენ.დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე აფუძნებს. როგორც მან დასძინა, პარიზის შეხვედრა სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.ამერიკული სამშვიდობო გეგმის განხილვადეკემბრის დასაწყისში რუსეთის ლიდერმა კრემლში უიტკოფსა და კუშნერს უმასპინძლა. მხარეებმა აშშ-ის მიერ შეთავაზებული ინიციატივის არსი განიხილეს, თუმცა კომპრომისული ვარიანტის პოვნა ვერ მოხერხდა. პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონმა თავდაპირველი გეგმის 27 პუნქტი ოთხ პაკეტად დაყო და მათი ცალ-ცალკე განხილვა შესთავაზა.რამდენიმე დღის შემდეგ, ბერლინში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. დიალოგში უიტკოფმა, კუშნერმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა. უიტკოფმა მოგვიანებით განაცხადა პროგრესის შესახებ, რომელიც უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული. ევროკავშირის ლიდერებმა ასევე გამოაქვეყნეს განცხადება უკრაინისთვის გარანტიების მიცემისა და იმ ზომების შესახებ, რომლებსაც კონფლიქტის მოგვარებისთვის მიმართავენ.დეკემბრის ბოლოს ტრამპმა ფლორიდაში ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა. მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ საკითხების 95%-ზე შეთანხმებას მიაღწია. შემდგომ ტრამპმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის შესახებ განაცხადა.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265374504_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_966bf62641c8cd9f1031ae5ff26bbd6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
მედია: აშშ-მ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა
გუშინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციამ" მიიღო დეკლარაცია სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ძალების განლაგებასთან დაკავშირებით.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. აშშ-მა ხელი არ მოაწერა კიევის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პარიზის შეხვედრის შემდეგ მიღებულ დეკლარაციას, იუწყება „რია ნოვოსტი“ Politico-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად ვაშინგტონისგან ამის გაკეთებას ელოდნენ, თუმცა დოკუმენტს მხოლოდ „მსურველთა კოალიციის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, რომელშიც აშშ არ შედის.
„უკრაინაში გასაგზავნ მრავალეროვნულ ძალებში ამერიკელების მონაწილეობის საკითხი ამოღებულია. თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო, რომ აშშ აიღებდა ვალდებულებას, „დახმარებოდა ძალებს თავდასხმის შემთხვევაში“ და უზრუნველეყო სადაზვერვო და ლოგისტიკური მხარდაჭერა", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გუშინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციამ" მიიღო დეკლარაცია სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ძალების განლაგებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით „სამხედრო ჰაბებს" შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინაში ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების განლაგების ნებისმიერი სცენარი კატეგორიულად მიუღებელია და მკვეთრ ესკალაციას იწვევს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარიზის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული რამდენიმე ძირითად საკითხთან, მათ შორის, კიევის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისს მიაღწევენ.
დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე აფუძნებს. როგორც მან დასძინა, პარიზის შეხვედრა სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
ამერიკული სამშვიდობო გეგმის განხილვა
დეკემბრის დასაწყისში რუსეთის ლიდერმა კრემლში უიტკოფსა და კუშნერს უმასპინძლა. მხარეებმა აშშ-ის მიერ შეთავაზებული ინიციატივის არსი განიხილეს, თუმცა კომპრომისული ვარიანტის პოვნა ვერ მოხერხდა. პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონმა თავდაპირველი გეგმის 27 პუნქტი ოთხ პაკეტად დაყო და მათი ცალ-ცალკე განხილვა შესთავაზა.
რამდენიმე დღის შემდეგ, ბერლინში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. დიალოგში უიტკოფმა, კუშნერმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა. უიტკოფმა მოგვიანებით განაცხადა პროგრესის შესახებ, რომელიც უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული. ევროკავშირის ლიდერებმა ასევე გამოაქვეყნეს განცხადება უკრაინისთვის გარანტიების მიცემისა და იმ ზომების შესახებ, რომლებსაც კონფლიქტის მოგვარებისთვის მიმართავენ.
დეკემბრის ბოლოს ტრამპმა ფლორიდაში ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა. მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ საკითხების 95%-ზე შეთანხმებას მიაღწია. შემდგომ ტრამპმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის შესახებ განაცხადა.