საშობაო მსვლელობა „ალილო": ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის – ვიდეო

გამოწერა
შობა - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამ დღეს ქვეყნის ქალაქებში „ალილოს" მსვლელობა იმართება, იგი განსაკუთრებით ლამაზი თბილისშია, სადაც ათასობით ადამიანი მონაწილეობს.
პროცესია თბილისის ცენტრის გავლით სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართება.
მსვლელობას, ტრადიციულად, ანგელოზის კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები მიუძღვებიან. მათ მიჰყვებიან მწყემსის სამოსში გამოწყობილი მამაკაცები - სახარების თანახმად, ისინი იყვნენ პირველი, ვინც ქრისტეს დაბადება შეიტყვეს.
მსვლელობის მონაწილეებს ხელში უჭირავთ წითელჯვრიანი თეთრი დროშები, ხატები და სანთლები. „ალილოს" მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის - „ალილოს" მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა.
თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებს, საახალწლო ნობათს და ფულად შემოწირულობებს, რაც მომდევნო დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.
ყველა ახალი ამბავი
0