მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის ელჩი: დასავლეთს თეირანის დადანაშაულება სჭირდება

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2026
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. დასავლეთის მიერ თეირანის დადანაშაულება, თითქოს ის უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობს, მსოლოდ იმას ემსახურება, რომ ირანის საწინააღმდეგო ზომები მიიღონ, განუცხადა სააგენტო ISNA-ს რუსეთის ელჩმა ქვეყანაში ალექსეი დედოვმა.
„ირანის უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობა, რაც არაერთხელ უარყვეს ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელებმა, არის მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ ანტიირანული აგრესიული ნაბიჯები გადაიდგას მისი სუვერენიტეტისა და ასევე რუსეთთან თანამშრომლობის შეზღუდვის გზაზე“, — აღნიშნა დედოვმა.
მისი თქმით, „უკრაინის პრობლემა რომ არ არსებობდეს, მაშინ ევროპის ქვეყნები, მათთვის დამახასიათებელი ცინიზმით, სხვა ახალ საბაბებს მოძებნიდნენ ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ დესტრუქციული ზომებისთვის“.
მანამდე დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების დრონებს იყენებს, რასაც მოსკოვიცა და თეირანიც კატეგორიულად უარყოფდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0