მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტუსკი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2026
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ამერიკულ-ევროპულ დოკუმენტებს შესაძლოა უახლოეს დღეებში მოეწეროს ხელი ვაშინგტონში, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
ამის შესახებ მან „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე გაფრენის წინ ამცნო ჟურნალისტებს, რომელიც დღეს იმართება პარიზში.
„პარიზში რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ უნდა ველოდეთ. გამორიცხული არ არის, რომ დოკუმენტებს, რომლებიც ერთობლივ ამერიკულ-ევროპულ პოზიციას საბოლოოდ დაამტკიცებს, უახლოეს დღეებში მოეწეროს ხელი. ეს შესაძლოა ვაშინგტონში მოხდეს“, — თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ პარიზის „მსურველთა კოალიციის“ უმაღლესი დონის შეხვედრაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მარ-ა-ლაგოში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ირწმუნდეოდა, რომ უსაფრთხოების გარანტიები აშშ-სა და უკრაინას შორის 100%-ითაა შეთანხმებული. ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპი და ზელენსკი ტელეფონით ესაუბრნენ ევროპელ ლიდერებს.
ყველა ახალი ამბავი
0