„ჩებურაშკა 2“ შემოსავლებით რუსეთის კინოთეატრების ლიდერია

© Союзмультфильм (2025)კადრი ფილმიდან „ჩებურაშკა 2"
კადრი ფილმიდან „ჩებურაშკა 2
 - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2026
გამოწერა
ფილმმა „ჩებურაშკა 2“ ხუთ დღეში კინოთეატრებში სამ მილიარდ რუბლზე მეტი შეაგროვა.
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. რუსული კინოთეატრების ლიდერის, ფილმ „ჩებურაშკა 2“-ის შემოსავალმა ხუთ დღეში სამ მილიარდ რუბლს გადააჭარბა, იუწყება პორტალი kinobusiness.com.
„ჩებურაშკას“ შესახებ ისტორიის სიქველი კინოგაქირავებაში 2026 წლის პირველ დღეს გამოვიდა. ფილმის გამოსვლიდან მეორე დღეს სალაროებში შემოსავალმა 1 მილიარდ რუბლს გადააჭარბა, ხოლო მესამე დღეს უკვე მეორე მილიარდი შეაგროვა. „ჩებურაშკა 2“-მა პირველი ფილმის რეკორდიც კი მოხსნა, რომელმაც 2023 წელს გამოსვლიდან მეცხრე დღეს სამი მილიარდი რუბლი გამოიმუშავა.
ფილმს ყოველდღიურად დაახლოებით მილიონი ადამიანი მაყურებელი ჰყავს: კინოფონდის ერთიანი ავტომატიზირებული საინფორმაციო სისტემის (EAIS) მონაცემებით, „ჩებურაშკას“ სიქველი 5,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ფილმი ასევე მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტებს ახალი წლის კონოჩვენებების შემოსავალში. მის მიერ გამომუშავებული თანხა 1 მილიარდ რუბლზე მეტით აღემატება „ბურატინოს“ შემოსავალის მაჩვენებლებს, რომელმაც 5 იანვრისთვის დაახლოებით 1,2 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა. „ჩებურაშკა 2“ ასევე ლიდერობს მაყურებელთა რაოდენობითაც. „ბურატინომ“ 2,3 მილიონი მაყურებელი მიიზიდა, ხოლო „პროსტოკვაშინომ“ -2,4 მილიონი.
გარდა ამისა, პორტალ kinobusiness.com-ის მონაცემებით, „ჩებურაშკა 2“-მა გამომუშავებული თანხით საერთაშორისო რეიტინგებში მესამე ადგილი დაიკავა, უცხოური პროექტების „ავატარი: ცეცხლი და ფერფლი“ და „ზოოტოპია 2“-ის შემდეგ.
რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ ადრე ფილმს ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი პრემიერა უწოდა. ფილმის რეჟისორმა დიმიტრი დიაჩენკომ პრემიერაზე აღნიშნა, რომ ფილმი ოჯახის თემას და მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას ეძღვნება.
ოჯახურ ბლოკბასტერში „ჩებურაშკა 2" თავიანთ როლებს დაუბრუნდნენ სერგეი გარმაში, ელენა იაკოვლევა, ფიოდორ დობრონავოვი, პოლინა მაქსიმოვა, სერგეი ლავიგინი, დიმიტრი ლისენკოვი, არტემ ბისტროვი, სოფია ზაიკა, ილია კონდრატენკო, ევა სმირნოვა და ნატალია შჩუკინა. მეორე ფილმის მსახიობების გუნდს შეუერთდნენ ალექსანდრე და მატვეი ლიკოვები, ასევე ვიქტორ დობრონრავოვი.
რაც შეეხება „ჩებურაშკას“, ცნობილ ლიტერატურულ და ანიმაციურ პერსონაჟზე გადაღებული ფილმის პირველ ნაწილს, ისიც დიაჩენკოს მიერ არის გადაღებული. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2023 წლის 1 იანვარს შედგა. ორ კვირაში ის სამამულო კინოგაქირავების ისტორიაში ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა. რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში შემოსავალმა შვიდ მილიარდ რუბლს გადააჭარბა.
ყველა ახალი ამბავი
0