მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

© photo : Facebook account of Office of the President of Ukraineუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2026
გამოწერა
2 იანვარს ზელენსკიმ რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, განაცხადა უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ.
„ვასილ მალიუკმა (ვოლოდიმირ - Sputnik), ზელენსკის მოთხოვნით, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა“, - დაწერა გონჩარენკომ თავის Telegram-არხზე.
დეპუტატის ვარაუდით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტს დროებით გენერალი ევგენი ხმარა უხელმძღვანელებს.
2 იანვარს ზელენსკიმ რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალის ნაცვლად ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი წარადგინა. მან ასევე ხელი მოაწერა ბრძანებულებებს კირილ ბუდანოვის თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, ოლეგ ივაშჩენკოს კი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0