სვანეთში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან

© Photo: сourtesy of Elizabeth Joudroსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2026
გამოწერა
ამ დროის მონაცემებით, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია.
თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ელექტროენერგია სრულად აღდგენილია და მიეწოდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს.
„განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩაიკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა და შიდა სასოფლო, საუბნო გზები. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია ყველა ტიპის საავტომობილო საშუალებით“, - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანმა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაიწმინდა 42 სოფელი, ამ ეტაპზე ჩაკეტილი რჩება 7 სოფელი. ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, დღეს დილიდან 6 ერთეული ტექნიკით დაიწყო ჩაკეტილი სოფლების გაწმენდითი სამუშაოები.
რაც შეეხება ცაგერის მუნიციპალიტეტს, 58 სოფლიდან გაიწმინდა 32 სოფელი, დარჩა 26 და აქედან 8 სოფელი ჩაკეტილია. დარჩენილ სოფლებში მაღალი გამავლობის მანქანებით მისვლა შესაძლებელია. დღეს დილიდან 10 ერთეული ტექნიკით დაიწყო აღნიშნული სოფლების გაწმენდა.
მერიის ცნობით, წმენდის სამუშაოები გართულებულია იმის გამო, რომ თოვლის საფარმა გადააჭარბა 2 მეტრს და მძიმე ტექნიკას გადაადგილება უჭირს.
ყველა ახალი ამბავი
0