მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩეპა: პუტინის რეზიდენციაზე შეტევა CIA-ს დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა

© photo: Sputnik / BelousovАлексей Чепа
Алексей Чепа - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2026
გამოწერა
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. უკრაინის ძალების მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიშის მიტანა შეუძლებელი იქნებოდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დახმარების გარეშე, ამიტომაც შეცვალა ტრამპმა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალექსეი ჩეპამ.
„მაშინვე ვამბობდი, რომ სპეცსამსახურების მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია. სპეცსამსახურები კი, უპირველესად, ეს არის ცენტრალური სადაზვერვო ბიურო, რომელმაც რამდენიმე საათის შემდეგ თქვა, რომ მათი ინფორმაციით შეტევა არ ყოფილა. იყო შეტევა და ამას ფაქტები ადასტურებს“, — აღნიშნა ჩეპამ.
დეპუტატის თქმით, პუტინის ნოვგოროდში მდებარე რეზიდენციას უკრაინის არმიამ 91 დრონით დაარტყა, თუმცა ისინი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა.
ცოტა ხნის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სჯერა, თითქოს უკრაინულმა ძალებმა დრონებით შეუტიეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციას.
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2026
მსოფლიო დღეს
ტრამპს არ სჯერა, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციას შეუტია
მანამდე, 29 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პუტინის ნოვგოროდის რეზიდენციას შეუტიეს. როგორც The Wall Street Journal-ი წერდა, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურმა ბიურომ არ დაიჯერა ეს განცხადება. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში თქვეს, რომ მარშრუტიზაციის გაშიფრული მონაცემები და ჩამოგდებული დრონის კონტროლერი მოსკოვში აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშეს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0