https://sputnik-georgia.com/20260105/macharashvili-pasebis-regulaciaze-296527386.html
დეპუტატი: მნიშვნელოვანია ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით განცხადება პრაქტიკაში აისახოს
დეპუტატი: მნიშვნელოვანია ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით განცხადება პრაქტიკაში აისახოს
Sputnik საქართველო
დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატის ზრდა, შესაძლოა, კარტელურ... 05.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-05T14:47+0400
2026-01-05T14:47+0400
2026-01-05T16:42+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0c/284152446_36:161:888:640_1920x0_80_0_0_0acf9f8ec96a5e283f548a6261f934b9.jpg
თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. დროული იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით და ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახოს, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სურსათზე ფასების საკითხს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის.როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ფასების დარეგულირების საკითხს, საგამოძიებო უწყებებთან ერთად, საპარლამენტო კომისიაც დაარეგულირებს.დეკემბერის ბოლოს სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში შევლენ შესაბამისი მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციისა და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები. ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად. საქართველოში წლიური ინფლაცია (2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის) 5,2% იყო, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3% არის. ფასების ყველაზე დიდი ზრდა, 11,7%-ით, საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებზე დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0c/284152446_124:170:751:640_1920x0_80_0_0_a289a6e22ad92532475273f4b4831aef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
დეპუტატი: მნიშვნელოვანია ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით განცხადება პრაქტიკაში აისახოს
14:47 05.01.2026 (განახლებულია: 16:42 05.01.2026) დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატის ზრდა, შესაძლოა, კარტელურ შეთანხმებაზე მიუთითებდეს
თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. დროული იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით და ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახოს, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სურსათზე ფასების საკითხს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ფასების დარეგულირების საკითხს, საგამოძიებო უწყებებთან ერთად, საპარლამენტო კომისიაც დაარეგულირებს.
„ჩვენც, საპარლამენტო ოპოზიცია, ჩავერთვებით საპარლამენტო კომისიის მუშაობაში. აუცილებლად ყველა აგებს პასუხს, რომ საქართველოს საზოგადოების ხარჯზე არ უნდა მოხდეს იმ კომპანიების ჯიბეების გასქელება, რომლებიც პირდაპირ აზიანებენ საქართველოს. როგორ შეიძლება, რომ წამყვან ევროპულ ქვეყნებში იმ პროდუქტებზე გაცილებით დაბალი ფასი იყოს, რაც არის საქართველოში“,- განაცხადა დეპუტატმა.
დეკემბერის ბოლოს სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში შევლენ შესაბამისი მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციისა და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
საქართველოში წლიური ინფლაცია (2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის) 5,2% იყო, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3% არის. ფასების ყველაზე დიდი ზრდა, 11,7%-ით, საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებზე დაფიქსირდა.