https://sputnik-georgia.com/20260105/beqa-liluashvili-politikidan-midis-296527554.html
ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის
ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გახარია-საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა პოლიტიკიდან წასვლისა და საქმიანობის კერძო სექტორში... 05.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-05T16:49+0400
2026-01-05T16:49+0400
2026-01-05T16:49+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249572271_0:127:2048:1280_1920x0_80_0_0_4620cead6cbcd1877b9cb48ee237d55a.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გახარია-საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა პოლიტიკიდან წასვლისა და საქმიანობის კერძო სექტორში გაგრძელების შესახებ განაცხადა.პოლიტიკოსმა საკითარი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ახალი წლის დადგომასთან ერთად ხურავს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპსმომავალში ლილუაშვილი კერძო სექტორში საქმიანობაზე გეგმავს ფოკუსირებას, მათ შორის ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროებში. თუმცა, როგორც ოპოზიციონერმა აღნიშნა, პოლიტიკიდან წასვლა არ ნიშნავს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე უარის თქმას, რაც, მისი თქმით, მისთვის მთავარ ღირებულებად დარჩება.„წინ ახალი ეტაპია!“ – დაწერ პოლიტიკოსმა.34 წლის ლილუაშვილი პროფესიით ეკონომისტია. 2014-2020 წლებში მას ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.2020 წელს ის მაშინდელი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანაშემწე გახდა ეკონომიკურ საკითხებში. 2020 წელს იგი საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში მოხვდა და მეათე მოწვევის პარლამენტში შევიდა. მოგვიანებით მან „ქართული ოცნება“ დატოვა და გახარიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249572271_287:0:1994:1280_1920x0_80_0_0_0185dc1a1e2a6d909df76d49375a19f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გახარია-საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა პოლიტიკიდან წასვლისა და საქმიანობის კერძო სექტორში გაგრძელების შესახებ განაცხადა.
პოლიტიკოსმა საკითარი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ახალი წლის დადგომასთან ერთად ხურავს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს
„მადლიერი ვარ იმ უდიდესი გამოცდილებისთვის, პასუხისმგებლობისა და ნდობისთვის, რაც საქართველოს საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში საქმიანობას ახლდა თან. განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა ან/და მხარდაჭერა მაგრძნობინა! ამ წლებმა მასწავლა იმაზე მეტი, ვიდრე წარმომედგინა – ქვეყანაზე, ხალხსა და საკუთარ თავზე", - დაწერა ლილუაშვილმა.
მომავალში ლილუაშვილი კერძო სექტორში საქმიანობაზე გეგმავს ფოკუსირებას, მათ შორის ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროებში. თუმცა, როგორც ოპოზიციონერმა აღნიშნა, პოლიტიკიდან წასვლა არ ნიშნავს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე უარის თქმას, რაც, მისი თქმით, მისთვის მთავარ ღირებულებად დარჩება.
„წინ ახალი ეტაპია!“ – დაწერ პოლიტიკოსმა.
34 წლის ლილუაშვილი პროფესიით ეკონომისტია. 2014-2020 წლებში მას ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.
2020 წელს ის მაშინდელი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანაშემწე გახდა ეკონომიკურ საკითხებში. 2020 წელს იგი საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში მოხვდა და მეათე მოწვევის პარლამენტში შევიდა. მოგვიანებით მან „ქართული ოცნება“ დატოვა და გახარიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა.