ბათუმის აეროპორტში უამინდობის გამო რამდენიმე მიმართულებით რეისები ვერ სრულდება

© photo: Media Holding "KVIRA" / FBბათუმის აეროპორტი
ბათუმის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2026
გამოწერა
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო რეისების განხორციელება დროებით შეჩერებულია.
უამინდობის გამო ფრენები ვერ შესრულდა ისრაელისა და თურქეთის მიმართულებით. აეროპორტში იმყოფებიან როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ფრენების განახლებას ელოდებიან.
აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეისები შესრულდება ამინდის გაუმჯობესებისთანავე.
ყველა ახალი ამბავი
0