უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

© photo: Sputnik / Stringerთოვლი და ლიპყინული გზაზე
თოვლი და ლიპყინული გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2026
გამოწერა
საქართველოში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი.
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ლიპყინულის გამო, ვერონა-თელავის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-64-ე კმ) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის აღნიშნული მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შეზღუდვებუა დაწესებული ნაქერალას უღელტეხილზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, ასევე აჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.
სინოპტიკოსების პროგნიზით, საქართველოში 3 და 4 იანვარს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი. ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე
ყველა ახალი ამბავი
0