რატომ აიკრძალა პიროტექნიკა საქართველოში? - ვიდეო

გამოწერა
საქართველოში პიროტექნიკაზე მკაცრი შეზღუდვები და აკრძალვები 2024 წლის ბოლოდან მოქმედებს. ამის მიზეზი გახდა ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკის გამოყენება.
აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ისროდნენ ფეიერვერკებს, სალუტებს, ასაფეთქებლებს. ასევე პიროტექნიკას ისროდნენ პარლამენტის შენობის მისამართით.
ახლა კი პიროტექნიკის გაყიდვა და იმპორტი შეზღუდულია, მისი გამოყენება კი ღამის საათებში (23:00-დან 08:00-მდე) აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმას: 150 ლარი - ფიზიკური პირებისთვის და 500 ლარი - იურიდიული პირებისთვის.
პიროტექნიკის უკანონო წარმოება, იმპორტი და ექსპორტი - ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარის ფარგლებში, უკანონო გაყიდვა კი - ჯარიმას 2-დან 3 ათას ლარამდე. პოლიცია აქტიურად ატარებს რეიდებს და მოვაჭრეებისგან აკრძალული საქონლის კონფისკაციას ახდენს.
ყველა ახალი ამბავი
0