ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით პორტუგალიური „ბენფიკა“ დაინტერესდა

© Courtesy of Zuriko Davitashviliზურიკო დავითაშვილი
ზურიკო დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2026
გამოწერა
ამ დროისთვის ქართველი ვინგერი „მწვანეების“ერთ-ერთი ლიდერია.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. „სენტ-ეტიენის“ ქართველი ლეგიონერ ზურიკო დავითაშვილით არა მხოლოდ თურქული „ბეშიქთაში“, არამედ პორტუგალიური გრანდი, ლისაბონის „ბენფიკა“ დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას Benfica infos-ი ავრცელებს.
ზურიკო დავითაშვილს „სენტ-ეტიენის“ საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ გუნდში დარჩენა არ სურდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ არ გაუშვა და ამჟამად „მწვანეების“ერთ-ერთი ლიდერია.
„ლისაბონის „ბენფიკა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას აპირებს და სამი კანდიდატი ჰყავს შერჩეული: პატრიკ ვიმერი, კეიტო ნაკამურა და ზურიკო დავითაშვილი, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაგან ერთ-ერთის შეძენას ამჟამად კლუბის ხელმძღვანელობა განიხილავს“, – ამტკიცებს პორტუგალიური გამოცემა.
24 წლის პატრიკ ვიმერი „ვოლფსბურგისა“ და ავსტრიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველია, ხოლო 25 წლის კეიტო ნაკამურა – „რეიმსისა“ და იაპონიის ეროვნული გუნდის გარმარბი.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა, მანამდე იგი ფრანგული „ბორდის" შემადგენლობაში ირიცხებოდა.
დავითაშვილს და „პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერ ხვიჩა კვარაცხელიას ერთი და იგივე აგენტი ჰყავთ - მამუკა ჯუღელი.
ყველა ახალი ამბავი
0