https://sputnik-georgia.com/20260103/2025-wlis-gaxmaurebuli-sisxlis-samartlis-saqmeebi-296505228.html
2025 წლის გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები და განაჩენები
2025 წლის გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები და განაჩენები
Sputnik საქართველო
გთავაზობთ გასული 2025 წლის კრიმინალურ შეჯამებას 03.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-03T16:47+0400
2026-01-03T16:47+0400
2026-01-03T16:48+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ცნობები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
წლის ბოლოს გასულ 12 თვეს აჯამებენ და ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს იხსენებენ, მათ შორის გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებმაც ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. წარმოგიდგენთ 2025 წლის 5 ყველაზე გახმაურებულ საქმეს საქართველოში.1. საბოტაჟის საქმე და სახალმწიფო გადატრიალების მცდელობა2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დეკემბრის ბოლოს თავდაცვის ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს.მას ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლისკენ მოწოდებასა და ადგილობრივი არჩევნების დღეს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობაში. ახალაიას ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.გამოძიების ინფორმაციით, ️ ბაჩო ახალაიამ ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა ბურჭულაძის, ზოდელავას, ნადირაძის, მანჯგალაძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს. ️2. ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმე2025 წლის ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო კორუფციული სკანდალების ტალღამ მოიცვა. ბრალდებულებს შორის არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.ღარიბაშვილს ოფიციალურად ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლების მიღებასა და უკანონოდ მოპოვებული თანხების ლეგალიზებაში. ექს-პრემიერმა აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს, მან გადაიხადა 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო და აეკრძალა ქვეყნის დატოვება.გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ღარიბაშვილის და კიდევ რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირის სახლების ჩხრეკა ჩაატარა, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით ნაღდი ფული და დოკუმენტები ამოიღო.სხვა ფიგურანტები:3. 27 წლის გიგა ავალიანის მკვლელობა27 წლის რეპეტიტორის გიგა ავალიანის გარდაცვალებამ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია - სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი თავის არეში მიღებული ტრავმების შედეგად სამი კვირა კომაში იყო და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.გამოძიების ფარგლებში ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო დანარჩენ სამს - მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება.ავალიანის დედა ეკა კუპატაძე, პროკურატურის წინ რეგულარულად აწყობდა საპროტესტო აქციებს და მოითხოვდა ბრალდის მუხლის გადაკვალიფიცირებას და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას. იგი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა დეტალებს მალავს და გამოძიება მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე თვალს ხუჭავს.გამოძიების მონაცემებით, ძალადობის მიზეზი ეჭვიანობა იყო: ერთ-ერთმა მოზარდმა ავალიანზე, რომელთანაც მისი შეყვარებული მატემატიკაში ემზადებოდა, იეჭვიანა.4. ლევან ჯანგველაძის მკვლელობა„კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სუხუმსკი) ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.ჯანგველაძე მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.29 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილად გამოაცხადა. შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორად უწყებამ ყოფილი გენპროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ფარცხალაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე ასევე დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც იყო რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი.5. ჰექსოგენი უკრაინიდან2025 წლის სექტემბერში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის საქართველოში შემოტანის მცდელობისთვის უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა სატვირთო ავტომანქანამ საბაჟო-გამშვები პუნქტ "სარფის" გავლით საქართველო-თურქეთის საზღვარი თურქეთიდან გადმოკვეთა და ქვეყანაში შემოვიდა. ავტომანქანაში ნაპოვნ სამალავებში მოთავსებული იყო 2,4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი. დაკავებულთაგან ერთი დენის ჟურავლიოვია.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჰექსოგენის საქმეზე ბრალდებულ დენის ჟურავლიოვს თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული ჰქონდა კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა. სუს-ის ინფორმაციით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იმ ეტაპზე იკვეთებოდა თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ცნობები, საზოგადოება
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ცნობები, საზოგადოება
2025 წლის გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები და განაჩენები
16:47 03.01.2026 (განახლებულია: 16:48 03.01.2026) გთავაზობთ გასული 2025 წლის კრიმინალურ შეჯამებას
წლის ბოლოს გასულ 12 თვეს აჯამებენ და ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს იხსენებენ, მათ შორის გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებმაც ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. წარმოგიდგენთ 2025 წლის 5 ყველაზე გახმაურებულ საქმეს საქართველოში.
1. საბოტაჟის საქმე და სახალმწიფო გადატრიალების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დეკემბრის ბოლოს თავდაცვის ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს.
მას ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლისკენ მოწოდებასა და ადგილობრივი არჩევნების დღეს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობაში. ახალაიას ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, ️ ბაჩო ახალაიამ ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა ბურჭულაძის, ზოდელავას, ნადირაძის, მანჯგალაძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს. ️
2. ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმე
2025 წლის ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო კორუფციული სკანდალების ტალღამ მოიცვა. ბრალდებულებს შორის არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
ღარიბაშვილს ოფიციალურად ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლების მიღებასა და უკანონოდ მოპოვებული თანხების ლეგალიზებაში. ექს-პრემიერმა აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს, მან გადაიხადა 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო და აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ღარიბაშვილის და კიდევ რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირის სახლების ჩხრეკა ჩაატარა, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით ნაღდი ფული და დოკუმენტები ამოიღო.
რომეო მიქაუტაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე. იგი 2025 წლის ივნისში დააკავეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჯუანშერ ბურჭულაძე - ყოფილი თავდაცვის მინისტრი. მას ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2023 წელს სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენისას 1,3 მილიონი ლარის გათეთრება.
გრიგოლ ლილუაშვილი - სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაში. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
3. 27 წლის გიგა ავალიანის მკვლელობა
27 წლის რეპეტიტორის გიგა ავალიანის გარდაცვალებამ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია - სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი თავის არეში მიღებული ტრავმების შედეგად სამი კვირა კომაში იყო და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გამოძიების ფარგლებში ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო დანარჩენ სამს - მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება.
ავალიანის დედა ეკა კუპატაძე, პროკურატურის წინ რეგულარულად აწყობდა საპროტესტო აქციებს და მოითხოვდა ბრალდის მუხლის გადაკვალიფიცირებას და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას. იგი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა დეტალებს მალავს და გამოძიება მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე თვალს ხუჭავს.
გამოძიების მონაცემებით, ძალადობის მიზეზი ეჭვიანობა იყო: ერთ-ერთმა მოზარდმა ავალიანზე, რომელთანაც მისი შეყვარებული მატემატიკაში ემზადებოდა, იეჭვიანა.
4. ლევან ჯანგველაძის მკვლელობა
„კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სუხუმსკი) ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.
ჯანგველაძე მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
29 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილად გამოაცხადა. შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორად უწყებამ ყოფილი გენპროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ფარცხალაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე ასევე დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც იყო რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი.
2025 წლის სექტემბერში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის საქართველოში შემოტანის მცდელობისთვის უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა სატვირთო ავტომანქანამ საბაჟო-გამშვები პუნქტ "სარფის" გავლით საქართველო-თურქეთის საზღვარი თურქეთიდან გადმოკვეთა და ქვეყანაში შემოვიდა. ავტომანქანაში ნაპოვნ სამალავებში მოთავსებული იყო 2,4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი. დაკავებულთაგან ერთი დენის ჟურავლიოვია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჰექსოგენის საქმეზე ბრალდებულ დენის ჟურავლიოვს თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული ჰქონდა კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.
სუს-ის ინფორმაციით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იმ ეტაპზე იკვეთებოდა თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.