https://sputnik-georgia.com/20260102/skolis-moswavleebma-blokadagamovlil-ala-belans-axali-weli-miuloces-296497210.html
სკოლის მოსწავლეებმა ბლოკადაგამოვლილ ალა ბელანს ახალი წელი მიულოცეს
სკოლის მოსწავლეებმა ბლოკადაგამოვლილ ალა ბელანს ახალი წელი მიულოცეს
Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლეები და საზოგადო მოღვაწეები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შეხვდნენ 02.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-02T14:49+0400
2026-01-02T14:49+0400
2026-01-02T14:49+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/02/296488586_0:74:1280:794_1920x0_80_0_0_f073aaa6e5c8724bc49cf0852f9b86ef.jpg
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის დირექტორატის პროექტების მონაწილეებმა და ქართველმა მოსწავლეებმა, რომლებმაც პირველად მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტ „მეხსიერების მატარებელში“ 2025 წლის ზაფხულში, ახალი წელი მიულოცეს 95 წლის ალა ბალანს, ერთადერთ ლენინგრადელს საქართველოში, რომელმაც ბლოკადა გამოიარა.სტუმრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მოინახულეს თბილისში, მადლობა გადაუხადეს მას სიმტკიცისა და გამბედაობისთვის და საჩუქრების კალათა და მისი საყვარელი ყვავილების თაიგული გადასცეს. ალას თქმით, ვიზიტი მოულოდნელი იყო.შეხვედრის მონაწილეებმა მის მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიარეს.„ულამაზესი ქალაქია. დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაგვრჩა. მოვინახულეთ პეტერგოფი და გავისეირნეთ მის ულამაზეს ქუჩებში. ეს ქალაქი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. და ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და პატივი მივაგოთ ისტორიას და ჩვენს გმირებს“, - თქვა ანასტასია კულიევამ.სკოლის მოსწავლემ, თბილისელმა ელიზამ აღნიშნა, რომ ჯგუფმა ნახა „ალისფერი იალქნების“ აღლუმი და ხიდების გაშლა, და, რაც მთავარია, „მეხსიერების მატარებლის“ ფარგლებში 15 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სტუდენტები გაიცნო.„მეორე მსოფლიო ომის ისტორიის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ. სამხედრო დიდების ადგილები მოვინახულეთ. მაგალითად, ხატინმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, - თქვა მან.ალა ბალანმა ახალგაზრდებს ომის ხსოვნისადმი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და თაობათაშორისი უწყვეტობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.შეხვედრის დროს ალა ნიკოლაევნამ სტუმრებს ბლოკადისდროინდელი ბავშვობის მოგონებები გაუზიარა. მისი თქმით, ომი რომ დაიწყო, ის თითქმის 10 წლის იყო: ის უფროსებთან ერთად ლენინგრადის შემოგარენში სანგრების სათხრელად დადიოდა. ქალაქი საჰაერო თავდასხმების მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა, ხალხი კი თავისი სიცოცხლის ფასად საზღვრების დაცვას ცდილობდა.შეხვედრის მონაწილეებს აჩვენეს Sputnik-საქართველოს კლიპი, სადაც ალა ბალანი ამბობს, რომ მშობლიური ქალაქის ნახვაზე ოცნებობს.„ვიმედოვნებ, რომ სანქტ-პეტერბურგის მერია 2026 წელს ლენინგრადის ბლოკადისგან განთავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიმიწვევს და რომ 27 იანვარს ჩემს ქალაქში ვიქნები“, - თქვა მან.ვეტერანმა ასევე აღნიშნა, რომ სურს თავისი მედლები ბლოკადის მუზეუმს გადასცეს.ბოლოს ალა ბელანმა მკითხველს ახალი წელი მიულოცა და ყველას ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/02/296488586_62:0:1219:868_1920x0_80_0_0_7f81475e6420b2b1822b2169fb8c2683.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომი
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომი
სკოლის მოსწავლეებმა ბლოკადაგამოვლილ ალა ბელანს ახალი წელი მიულოცეს
სკოლის მოსწავლეები და საზოგადო მოღვაწეები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შეხვდნენ
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის დირექტორატის პროექტების მონაწილეებმა და ქართველმა მოსწავლეებმა, რომლებმაც პირველად მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტ „მეხსიერების მატარებელში“ 2025 წლის ზაფხულში, ახალი წელი მიულოცეს 95 წლის ალა ბალანს, ერთადერთ ლენინგრადელს საქართველოში, რომელმაც ბლოკადა გამოიარა.
სტუმრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მოინახულეს თბილისში, მადლობა გადაუხადეს მას სიმტკიცისა და გამბედაობისთვის და საჩუქრების კალათა და მისი საყვარელი ყვავილების თაიგული გადასცეს. ალას თქმით, ვიზიტი მოულოდნელი იყო.
შეხვედრის მონაწილეებმა მის მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
„ულამაზესი ქალაქია. დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაგვრჩა. მოვინახულეთ პეტერგოფი და გავისეირნეთ მის ულამაზეს ქუჩებში. ეს ქალაქი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. და ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და პატივი მივაგოთ ისტორიას და ჩვენს გმირებს“, - თქვა ანასტასია კულიევამ.
სკოლის მოსწავლემ, თბილისელმა ელიზამ აღნიშნა, რომ ჯგუფმა ნახა „ალისფერი იალქნების“ აღლუმი და ხიდების გაშლა, და, რაც მთავარია, „მეხსიერების მატარებლის“ ფარგლებში 15 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სტუდენტები გაიცნო.
„მეორე მსოფლიო ომის ისტორიის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ. სამხედრო დიდების ადგილები მოვინახულეთ. მაგალითად, ხატინმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, - თქვა მან.
ალა ბალანმა ახალგაზრდებს ომის ხსოვნისადმი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და თაობათაშორისი უწყვეტობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„გმადლობთ, რომ გამიხსენეთ, მესტუმრეთ და პატივს სცემთ ისტორიას. ეს ძალიან სასიამოვნო იყო, ეს ხომ ჩემი ქალაქია. ყოფილ საბჭოთა კავშირში ბევრი ასეთი ადგილია, რომელმაც ომის საშინელება გადაიტანა. ეს უნდა გვახსოვდეს, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია“, - თქვა ვეტერანმა.
შეხვედრის დროს ალა ნიკოლაევნამ სტუმრებს ბლოკადისდროინდელი ბავშვობის მოგონებები გაუზიარა. მისი თქმით, ომი რომ დაიწყო, ის თითქმის 10 წლის იყო: ის უფროსებთან ერთად ლენინგრადის შემოგარენში სანგრების სათხრელად დადიოდა. ქალაქი საჰაერო თავდასხმების მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა, ხალხი კი თავისი სიცოცხლის ფასად საზღვრების დაცვას ცდილობდა.
შეხვედრის მონაწილეებს აჩვენეს Sputnik-საქართველოს კლიპი, სადაც ალა ბალანი ამბობს, რომ მშობლიური ქალაქის ნახვაზე ოცნებობს.
„ვიმედოვნებ, რომ სანქტ-პეტერბურგის მერია 2026 წელს ლენინგრადის ბლოკადისგან განთავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიმიწვევს და რომ 27 იანვარს ჩემს ქალაქში ვიქნები“, - თქვა მან.
ვეტერანმა ასევე აღნიშნა, რომ სურს თავისი მედლები ბლოკადის მუზეუმს გადასცეს.
ბოლოს ალა ბელანმა მკითხველს ახალი წელი მიულოცა და ყველას ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა.