ბედობა: ბედისწერის დღე – ვიდეო

გამოწერა
საქართველოში უხსოვარი დროიდან აღნიშნავენ ბედობას, რომელიც ემთხვევა ახალი წლის მეორე დღეს - 2 იანვარს და 15 იანვარს (ძველი სტილით).
ეს დღესასწაული მრავალ ტრადიციასთან, წეს-ჩვეულებასთან და ცრურწმენასთან ასოცირდება. ქართველებს სჯერათ, როგორი განწყობითაც შეხვდებიან ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებენ.
ბედობა მომდინარეობს ქართული სიტყვისგან - „ბედი". ამ დღეს მოსახლეობა ცდილობს ჩაიცვას ახალი და ლამაზი ტანისამოსი, წავიდეს სტუმრად და დღე მხიარული და ხალისიანი განწყობით გაატაროს.
ადრე ბედობა დღეს იკრძალებოდა მუშაობა, არეულობა, ჩხუბი და კამათი. ბედობა დღეს ცუდის ნიშნად ითვლებოდა ნივთების დაკარგვა, საყვარელი ადამიანებთან განშორება, ფულის გასესხება, ნივთების განათხოვრება, ტყუილის თქმა, ტირილი. ბედობა კეთილდღეობის, სიკეთისა და ჰარმონიისა და დღესასწაულია.
ყველა ახალი ამბავი
0