https://sputnik-georgia.com/20260102/saqartvelos-sagadasaxdelo-balansis-mimdinare-angarisi-proficituria-axali-statistika-296489133.html
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში პროფიციტური გახდა: ახალი სტატისტიკა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში პროფიციტური გახდა: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 2025 წლის მესამე კვარტალში კვარტალური მშპ-ს 3,3% შეადგინა. 02.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-02T10:32+0400
2026-01-02T10:32+0400
2026-01-02T10:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714104_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_d674aebe3d26c73715c10a19fea0f8d1.jpg
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 2025 წლის მესამე კვარტალში 338,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 2025 წლის მესამე კვარტალში კვარტალური მშპ-ს 3,3% შეადგინა. საგადახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი პირველად 2018 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა, მეორედ - 2022 წლის მესამე კვარტალში.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ წლიურად მეორე კვარტალში მშპ-სთან მიმართებაში 3% შეადგინა.მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დეფიციტური კომპონენტია საქონლით ვაჭრობა, რომლის უარყოფითმა სალდომ მესამე კვარტალში შეადგინა 1,7 მლრდ დოლარი, რაც 10,7%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 0,3%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 3,8%-ით გაიზარდა.მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2025 წლის მესამე კვარტალში 1,7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 6,6%-ით აღემატება.2025 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში უარყოფითია და 531,7 მლნ აშშ დოლარი იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 20,7%-ით გაიზარდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი - 18,8%-ით შემცირდა.მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 9,5%-ით გაიზარდა და 2025 წლის მესამე კვარტალში 927,8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 10,1 პროცენტით გაიზარდა.წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მესამე კვარტალში 430 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4,2 პროცენტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714104_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f699271243c22204939d387e1c9d9dd3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში პროფიციტური გახდა: ახალი სტატისტიკა
მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 2025 წლის მესამე კვარტალში კვარტალური მშპ-ს 3,3% შეადგინა.
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 2025 წლის მესამე კვარტალში 338,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 2025 წლის მესამე კვარტალში კვარტალური მშპ-ს 3,3% შეადგინა. საგადახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი პირველად 2018 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა, მეორედ - 2022 წლის მესამე კვარტალში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ წლიურად მეორე კვარტალში მშპ-სთან მიმართებაში 3% შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დეფიციტური კომპონენტია საქონლით ვაჭრობა, რომლის უარყოფითმა სალდომ მესამე კვარტალში შეადგინა 1,7 მლრდ დოლარი, რაც 10,7%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 0,3%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 3,8%-ით გაიზარდა.
მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2025 წლის მესამე კვარტალში 1,7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 6,6%-ით აღემატება.
2025 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში უარყოფითია და 531,7 მლნ აშშ დოლარი იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 20,7%-ით გაიზარდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი - 18,8%-ით შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 9,5%-ით გაიზარდა და 2025 წლის მესამე კვარტალში 927,8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 10,1 პროცენტით გაიზარდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მესამე კვარტალში 430 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4,2 პროცენტია.