https://sputnik-georgia.com/20260102/saqartvelo-plastikis-winaagmdeg-brzolas-agrzelebs-296489441.html
ბრძოლა პლასტიკთან: ამოქმედდა პლასტიკის ერთჯერად ჭურჭელზე აკრძალვა
ბრძოლა პლასტიკთან: ამოქმედდა პლასტიკის ერთჯერად ჭურჭელზე აკრძალვა
Sputnik საქართველო
აკრძალვა გავრცელდა არა მარტო მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, არამედ კვების ობიექტებზეც, რომლებიც მომხმარებლებს მზა საკვებს ერთჯერადი კონტეინერებითა და ჭიქებით... 02.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-02T12:49+0400
2026-01-02T12:49+0400
2026-01-02T12:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/14/295456461_0:159:3077:1889_1920x0_80_0_0_0de1b7b266cfe1d26224a5a5e855762f.jpg
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალა ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.1 იანვრიდან აიკრძალა ექვსი დასახელების პროდუქციის წარმოება, ბაზარზე განთავსება და იმპორტი. საუბარია პლასტიკის დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე, თეფშებზე, ე.წ. „საწრუპზე" და პლასტიკის ჩხირებზე.აკრძალვა გავრცელდა არა მარტო მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, არამედ კვების ობიექტებზეც, რომლებიც მომხმარებლებს მზა საკვებს ერთჯერადი კონტეინერებითა და ჭიქებით აწვდიან.ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საგნების ჭარბი მოხმარება დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა და ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არ არის.საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო. საქართველომ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/14/295456461_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_48471edf092a9fa9e171268b080538bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება
ბრძოლა პლასტიკთან: ამოქმედდა პლასტიკის ერთჯერად ჭურჭელზე აკრძალვა
აკრძალვა გავრცელდა არა მარტო მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, არამედ კვების ობიექტებზეც, რომლებიც მომხმარებლებს მზა საკვებს ერთჯერადი კონტეინერებითა და ჭიქებით აწვდიან.
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალა ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
1 იანვრიდან აიკრძალა ექვსი დასახელების პროდუქციის წარმოება, ბაზარზე განთავსება და იმპორტი. საუბარია პლასტიკის დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე, თეფშებზე, ე.წ. „საწრუპზე" და პლასტიკის ჩხირებზე.
აკრძალვა გავრცელდა არა მარტო მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, არამედ კვების ობიექტებზეც, რომლებიც მომხმარებლებს მზა საკვებს ერთჯერადი კონტეინერებითა და ჭიქებით აწვდიან.
ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საგნების ჭარბი მოხმარება დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა და ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არ არის.
საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო. საქართველომ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა.