https://sputnik-georgia.com/20260102/rusetis-sagareo-uwyeba-zelenskis-administraciasi-budanovis-danisvnas-gamoexmaura-296502658.html
რუსეთის საგარეო უწყება ზელენსკის ადმინისტრაციაში ბუდანოვის დანიშვნას გამოეხმაურა
რუსეთის საგარეო უწყება ზელენსკის ადმინისტრაციაში ბუდანოვის დანიშვნას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
ბუდანოვის ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნა, სავარაუდოდ, ლონდონის მიერ იყო ნაკარნახევი, რადგან მას დიდი ხნის კავშირები აქვს დიდი ბრიტანეთის... 02.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-02T22:08+0400
2026-01-02T22:08+0400
2026-01-03T04:08+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
დიდი ბრიტანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251442297_0:149:3113:1900_1920x0_80_0_0_639774ac9adf47cfbf8b9fe9211d7a94.jpg
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. კირილ ბუდანოვის კანდიდატურა (რომელიც „როსფინმონიტორინგმა“ ექსტრემისტთა და ტერორისტთა სიაში შეიყვანა) ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, შესაძლოა, კიევს მისმა ბრიტანელმა კურატორებმა მოახვიეს თავს, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიევის რეჟიმის დანაშაულების ოფისის საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუდანოვისთვის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობის შეთავაზების იდეა, სავარაუდოდ, ზელენსკის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ იქნებოდა.„ეს (იდეა – Sputnik) მას (ზელენსკის – Sputnik) გარედან და, სავარაუდოდ, მისმა ბრიტანელმა კურატორებმა მოახვიეს თავს“, - თქვა მიროშნიკმა.მან თავისი მოსაზრება იმით ახსნა, რომ ბუდანოვს MI6-თან და სხვა ბრიტანულ სადაზვერვო სააგენტოებთან „დიდი ხნის, სტაბილური კავშირები“ აქვს.რუსეთის ელჩის თქმით, ზელენსკის ადმინისტრაციაში ბუდანოვის მოსვლა კიევს კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებებში კიდევ უფრო მიუღებელს გახდის და ასევე გააძლიერებს ლონდონის გავლენას უკრაინაში.„ეს [ბუდანოვის დანიშვნის გადაწყვეტილება - Sputnik] პოტენციურ მოლაპარაკებებში თავად ზელენსკის და მისი გარემოცვის მიდგომას შეურიგებლობას შემატებს“, - თქვა მიროშნიკმა.მან დასძინა, რომ ეს გააძლიერებს ბრიტანული პარტიის გავლენას ზელენსკის გარემოცვაში, რაც არსებითად „ზელენსკის კონტროლს გადაიყვანს მოკლე საბელზე“ არა მხოლოდ მისი უშუალოდ, არამედ მისი გარემოცვის, განსაკუთრებით კი მისი ოფისის მეშვეობითაც.
უკრაინა
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251442297_190:0:2921:2048_1920x0_80_0_0_392d987e9cec2ba10ccc4e4f12bb43ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , დიდი ბრიტანეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , დიდი ბრიტანეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთის საგარეო უწყება ზელენსკის ადმინისტრაციაში ბუდანოვის დანიშვნას გამოეხმაურა
22:08 02.01.2026 (განახლებულია: 04:08 03.01.2026) ბუდანოვის ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნა, სავარაუდოდ, ლონდონის მიერ იყო ნაკარნახევი, რადგან მას დიდი ხნის კავშირები აქვს დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებთან, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. კირილ ბუდანოვის კანდიდატურა (რომელიც „როსფინმონიტორინგმა“ ექსტრემისტთა და ტერორისტთა სიაში შეიყვანა) ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, შესაძლოა, კიევს მისმა ბრიტანელმა კურატორებმა მოახვიეს თავს, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიევის რეჟიმის დანაშაულების ოფისის საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუდანოვისთვის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობის შეთავაზების იდეა, სავარაუდოდ, ზელენსკის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ იქნებოდა.
„ეს (იდეა – Sputnik) მას (ზელენსკის – Sputnik) გარედან და, სავარაუდოდ, მისმა ბრიტანელმა კურატორებმა მოახვიეს თავს“, - თქვა მიროშნიკმა.
მან თავისი მოსაზრება იმით ახსნა, რომ ბუდანოვს MI6-თან და სხვა ბრიტანულ სადაზვერვო სააგენტოებთან „დიდი ხნის, სტაბილური კავშირები“ აქვს.
რუსეთის ელჩის თქმით, ზელენსკის ადმინისტრაციაში ბუდანოვის მოსვლა კიევს კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებებში კიდევ უფრო მიუღებელს გახდის და ასევე გააძლიერებს ლონდონის გავლენას უკრაინაში.
„ეს [ბუდანოვის დანიშვნის გადაწყვეტილება - Sputnik] პოტენციურ მოლაპარაკებებში თავად ზელენსკის და მისი გარემოცვის მიდგომას შეურიგებლობას შემატებს“, - თქვა მიროშნიკმა.
მან დასძინა, რომ ეს გააძლიერებს ბრიტანული პარტიის გავლენას ზელენსკის გარემოცვაში, რაც არსებითად „ზელენსკის კონტროლს გადაიყვანს მოკლე საბელზე“ არა მხოლოდ მისი უშუალოდ, არამედ მისი გარემოცვის, განსაკუთრებით კი მისი ოფისის მეშვეობითაც.