https://sputnik-georgia.com/20260102/ra-siaxleebi-amoqmeddeba-saqartvelosi-1-ianvridan-296479469.html
რა სიახლეები შევიდა ძალაში საქართველოში ახალი წლის პირველ დღეს
რა სიახლეები შევიდა ძალაში საქართველოში ახალი წლის პირველ დღეს
Sputnik საქართველო
საქართველოში 1 იანვრიდან ამოქმედდა მთელი რიგი სიახლეები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს: გაზრდილი პენსიებიდან და ხელფასებიდან დაწყებული მძღოლებისა და... 02.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-02T09:50+0400
2026-01-02T09:50+0400
2026-01-02T10:53+0400
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24359/08/243590843_0:98:2000:1223_1920x0_80_0_0_81381ce4829a5040207095a3203f7df3.jpg
Sputnik-საქართველო წარმოგიდგენთ 2026 წლის მთავარ სიახლეებსპენსიებიტრადიციისამებრ, საქართველოში 1 იანვრიდან პენსიები გაიზრდება.უკვე იანვარში 70 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეები 495 ლარს მიიღებენ, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები იმავე ასაკის მოქალაქეები - 594 ლარს. 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 370 ლარი იქნება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში - 444 ლარი.სიურპრიზი ტურისტებისთვის1 იანვრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიპლომატების გარდა, საქართველოში შემოსასვლელად დაზღვევა დასჭირდებათ.მინიმალური დაზღვევის ლიმიტი 30 000 ლარი უნდა იყოს და ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, დაზღვევის პოლისი ასევე უნდა მოიცავდეს უბედური შემთხვევის დაზღვევას.ხელფასები კვლავ იზრდება2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ყველა საჯარო მოხელის ხელფასი 10%-ით გაიზარდა. ასევე 10%-ით გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალის, სამხედრო მოსამსახურეების და პოლიციის თანამშრომლების ხელფასები.სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების, სკოლის ექთნების და სკოლის მანდატურების ხელფასები 20%-ით გაიზარდა.რეგულაციები თავდაცვის სფეროში1 იანვრიდან ელექტროშოკერის დამზადება, შენახვა, ტარება და გადატანა 500 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება, ხოლო განმეორებით კანონდარღვევა 1 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.ასევე აიკრძალება გაზის აეროზოლური მოწყობილობის ღიად ტარება და საჯარო ადგილებში მისი დემონსტრირება, გარდა თავდაცვის შემთხვევებისა. ამასთან, გაზის აეროზოლის გაყიდვის, დამზადების, შეკეთების, იმპორტისა და ექსპორტისთვის საჭირო იქნება ლიცენზია.უსიამოვნო და კარგი ამბები მძროლებისთვისსაქართველოში 1 იანვრიდან მძღოლი დაჯარიმდება, თუ ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე 80 დეციბელს (დბ) აღემატება, შესაბამისი დადგენილება უკვე „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.ხმაურის ნორმის გადაჭარბებისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იქნება 200 ლარი, ხოლო წლის განმავლობაში თითოეულ განმეორებაზე ჯარიმა 300 ლარს შეადგენს.ხოლო იმ მძღოლებს, ვინც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქულების ჩამოჭრის გამო მართვის მოწმობა დაკარგა, 1 იანვრიდან აღუდგენენ როგორც მართვის მოწმობას, ისე ქულებს, და ისინი კვლავ შეძლებენ მანქანის მართვას.შშმ პირებს ცხოვრება შედარებით გაუმარტივდებათშშმ პირები 1 იანვრიდან გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ.მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე პირებისთვის სოციალური პაკეტი 45 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის - 20 ლარით.ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭელი აიკრძალასაქართველოში 2026 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.პირველ ეტაპზე აიკრძალება ექვსი დასახელების პროდუქციის წარმოება, ბაზარზე განთავსება და იმპორტი. საუბარია პლასტიკის დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე, თეფშებზე, ე.წ. „საწრუპზე" და პლასტიკის ჩხირებზე.ძვირდება სიგარეტი2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის გადასახადი შეიცვალა.იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ერთ კოლოფზე 85 თეთრით - 1,9 ლარიდან 2,75 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე, რომლის წლიური მოცულობა 35 მილიონ კოლოფზე ნაკლებია, აქციზის გადასახადი 1,9 ლარიდან 1,3 ლარამდე შემცირდა.იმპორტირებულ სიგარეტზე ადვალორული გადასახადი 30%-ის ნაცვლად 20%-ს შეადგენს, ხოლო ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე, რომლის წლიური მოცულობა 35 მილიონ კოლოფზე ნაკლებია - 15%-ს, 30%-ის ნაცვლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24359/08/243590843_120:0:1881:1321_1920x0_80_0_0_536c6410fe33041996f12c8b7bf43b9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
რა სიახლეები შევიდა ძალაში საქართველოში ახალი წლის პირველ დღეს
09:50 02.01.2026 (განახლებულია: 10:53 02.01.2026) საქართველოში 1 იანვრიდან ამოქმედდა მთელი რიგი სიახლეები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს: გაზრდილი პენსიებიდან და ხელფასებიდან დაწყებული მძღოლებისა და მომხმარებლებისთვის ცვლილებებით დამთავრებული.
Sputnik-საქართველო წარმოგიდგენთ 2026 წლის მთავარ სიახლეებს
ტრადიციისამებრ, საქართველოში 1 იანვრიდან პენსიები გაიზრდება.
უკვე იანვარში 70 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეები 495 ლარს მიიღებენ, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები იმავე ასაკის მოქალაქეები - 594 ლარს. 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 370 ლარი იქნება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში - 444 ლარი.
1 იანვრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიპლომატების გარდა, საქართველოში შემოსასვლელად დაზღვევა დასჭირდებათ.
მინიმალური დაზღვევის ლიმიტი 30 000 ლარი უნდა იყოს და ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, დაზღვევის პოლისი ასევე უნდა მოიცავდეს უბედური შემთხვევის დაზღვევას.
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ყველა საჯარო მოხელის ხელფასი 10%-ით გაიზარდა. ასევე 10%-ით გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალის, სამხედრო მოსამსახურეების და პოლიციის თანამშრომლების ხელფასები.
სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების, სკოლის ექთნების და სკოლის მანდატურების ხელფასები 20%-ით გაიზარდა.
რეგულაციები თავდაცვის სფეროში
1 იანვრიდან ელექტროშოკერის დამზადება, შენახვა, ტარება და გადატანა 500 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება, ხოლო განმეორებით კანონდარღვევა 1 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
ასევე აიკრძალება გაზის აეროზოლური მოწყობილობის ღიად ტარება და საჯარო ადგილებში მისი დემონსტრირება, გარდა თავდაცვის შემთხვევებისა. ამასთან, გაზის აეროზოლის გაყიდვის, დამზადების, შეკეთების, იმპორტისა და ექსპორტისთვის საჭირო იქნება ლიცენზია.
უსიამოვნო და კარგი ამბები მძროლებისთვის
საქართველოში 1 იანვრიდან მძღოლი დაჯარიმდება, თუ ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე 80 დეციბელს (დბ) აღემატება, შესაბამისი დადგენილება უკვე „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ხმაურის ნორმის გადაჭარბებისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იქნება 200 ლარი, ხოლო წლის განმავლობაში თითოეულ განმეორებაზე ჯარიმა 300 ლარს შეადგენს.
ხოლო იმ მძღოლებს, ვინც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქულების ჩამოჭრის გამო მართვის მოწმობა დაკარგა, 1 იანვრიდან აღუდგენენ როგორც მართვის მოწმობას, ისე ქულებს, და ისინი კვლავ შეძლებენ მანქანის მართვას.
შშმ პირებს ცხოვრება შედარებით გაუმარტივდებათ
შშმ პირები 1 იანვრიდან გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე პირებისთვის სოციალური პაკეტი 45 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის - 20 ლარით.
ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭელი აიკრძალა
საქართველოში 2026 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
პირველ ეტაპზე აიკრძალება ექვსი დასახელების პროდუქციის წარმოება, ბაზარზე განთავსება და იმპორტი. საუბარია პლასტიკის დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე, თეფშებზე, ე.წ. „საწრუპზე" და პლასტიკის ჩხირებზე.
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის გადასახადი შეიცვალა.
იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ერთ კოლოფზე 85 თეთრით - 1,9 ლარიდან 2,75 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე, რომლის წლიური მოცულობა 35 მილიონ კოლოფზე ნაკლებია, აქციზის გადასახადი 1,9 ლარიდან 1,3 ლარამდე შემცირდა.
იმპორტირებულ სიგარეტზე ადვალორული გადასახადი 30%-ის ნაცვლად 20%-ს შეადგენს, ხოლო ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე, რომლის წლიური მოცულობა 35 მილიონ კოლოფზე ნაკლებია - 15%-ს, 30%-ის ნაცვლად.