https://sputnik-georgia.com/20260101/tavdacvis-ministrma-axli-weli-samxedroebtan-ertad-arnisna-296484213.html
თავდაცვის მინისტრმა ახალი წელი სამხედროებთან ერთად აღნიშნა
თავდაცვის მინისტრმა ახალი წელი სამხედროებთან ერთად აღნიშნა
Sputnik საქართველო
ხონის ბაზიდან მინისტრმა ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ახალ წელს, პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, სამსახურში... 01.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-01T18:00+0400
2026-01-01T18:00+0400
2026-01-01T18:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24806/47/248064791_0:44:1011:613_1920x0_80_0_0_de08ceb429d6b800ab7b2b12e7edac0c.jpg
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ახალი, 2026 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური. მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა ღირსეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ მათი თავდადება, ერთგულება და პროფესიონალიზმი ფასდაუდებელია საქართველოს განვითარებისთვის. მინისტრმა სამხედროებს კეთილდღეობა, მშვიდობიანი მომავალი და წარმატება უსურვა ქვეყნის სამსახურში. ხონის ბაზიდან მინისტრმა ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ახალ წელს, პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, სამსახურში შეხვდა. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მეხანძრე-მაშველებსა და ექიმებს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ერთობა უსურვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24806/47/248064791_76:0:936:645_1920x0_80_0_0_fb30246208e3569d95636c27dfa2d54e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა ახალი წელი სამხედროებთან ერთად აღნიშნა
ხონის ბაზიდან მინისტრმა ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ახალ წელს, პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, სამსახურში შეხვდა.
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ახალი, 2026 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა.
თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.
ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა ღირსეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ მათი თავდადება, ერთგულება და პროფესიონალიზმი ფასდაუდებელია საქართველოს განვითარებისთვის. მინისტრმა სამხედროებს კეთილდღეობა, მშვიდობიანი მომავალი და წარმატება უსურვა ქვეყნის სამსახურში.
ხონის ბაზიდან მინისტრმა ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ახალ წელს, პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, სამსახურში შეხვდა. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მეხანძრე-მაშველებსა და ექიმებს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ერთობა უსურვა.