უფასოდ და დიდხანს: ცნობილია ტრანსპორტის მუშაობის რეჟიმი ახალი წლის და შობის ღამეებში

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2025
გამოწერა
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, მეტროპოლიტენიც და ავტობუსებიც ახალი წლის ღამით 2026 წლის 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე იმუშავებს. ამავე რეჟიმში იფუნქციონირებს რიყე-ნარიყალის საბაგირო გზაც - მგზავრთა მომსახურება 31 დეკემბრის 22:00 საათიდან 2026 წლის 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე გახანგრძლივდება.
რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 24:00 საათიდან 7 იანვრის 03:00 საათამდე გახანგრძლივდება.
აღნიშნულ პერიოდში როგორც თბილისის მეტრო, ისე ავტობუსები, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0