https://sputnik-georgia.com/20251231/tbilisshi-binebis-gakidvebi-gaizarda-296464584.html
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა
Sputnik საქართველო
ანალიტიკოსების თქმით, საცხოვრებელი ფართების გასაქირავებელი ფასი 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 10,1 დოლარს გაუტოლდა. 31.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-31T17:00+0400
2025-12-31T17:00+0400
2025-12-31T17:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474787_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_22e337b1118481f71240ade4073f58a7.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის ნოემბერში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 2%-ით გაიზარდა - გაიყიდა 3,6 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია TBC Capital-ის უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში.ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წლის 11 თვეში ბინების გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა.მიმოხილვის თანახმად, ნოემბერში ბაზრის მოცულობამ 316 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 5%-ით მეტია 2024 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.ნოემბერში საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1.341 დოლარი იყო, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 4%-ით მეტია. წინა თვესთან - ნოემბერთან შედარებით, გასაყიდი ფასი 0,4%-ით შემცირდა.ნოემბერში სულ 553 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 35%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ ბინებთან დაკავშირებით 3,074 ტრანზაქცია (+13%) განხორციელდა.აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა (949 ბინა) და საბურთალოზე (548 ბინა) გაიყიდა.ანალიტიკოსების თქმით, საცხოვრებელი ფართების გასაქირავებელი ფასი 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 10,1 დოლარს გაუტოლდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474787_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_e07a16b6607d1b943318485a84fcfab8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, სტატისტიკა, ახალი ამბები
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა
ანალიტიკოსების თქმით, საცხოვრებელი ფართების გასაქირავებელი ფასი 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 10,1 დოლარს გაუტოლდა.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის ნოემბერში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 2%-ით გაიზარდა - გაიყიდა 3,6 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია TBC Capital-ის უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წლის 11 თვეში ბინების გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა.
მიმოხილვის თანახმად, ნოემბერში ბაზრის მოცულობამ 316 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 5%-ით მეტია 2024 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
ნოემბერში საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1.341 დოლარი იყო, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 4%-ით მეტია. წინა თვესთან - ნოემბერთან შედარებით, გასაყიდი ფასი 0,4%-ით შემცირდა.
ნოემბერში სულ 553 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 35%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ ბინებთან დაკავშირებით 3,074 ტრანზაქცია (+13%) განხორციელდა.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა (949 ბინა) და საბურთალოზე (548 ბინა) გაიყიდა.
ანალიტიკოსების თქმით, საცხოვრებელი ფართების გასაქირავებელი ფასი 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 10,1 დოლარს გაუტოლდა.