https://sputnik-georgia.com/20251231/tbc-capital--ekonomikuri-zrdis-prognozi-296464186.html
როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წლის შედეგებით: TBC Capital-ის პროგნოზი
როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წლის შედეგებით: TBC Capital-ის პროგნოზი
Sputnik საქართველო
TBC Capital-ის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და 4,5%-ს მიაღწევს. 31.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-31T16:01+0400
2025-12-31T16:01+0400
2025-12-31T16:01+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250865109_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_43d46e7c9913e7686fb555dd383077be.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7,3%-ით გაიზრდება, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია TBC Capital-ის ანგარიშში.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2025 წლის ოქტომბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა, ხოლო მშპ-ის საშუალო ზრდის ტემპმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 7,6% შეადგინა.ანალიტიკოსებს „საქსტატის" მიერ განახლებული მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მონაცემებს მოჰყავთ. მათი თქმით, მიმდინარე წლის ივლის- სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6,4%-ით გაიზარდა.„მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6,4% შეადგინა, რაც წინასწარ 6,5%-იან მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია. ამავდროულად, ზრდის შენელება გარკვეულწილად გასული წლის საბაზო ეფექტს უკავშირდება, რადგან, ჩვენი შეფასებით, სეზონურად შესწორებული რეალური მშპ წინა კვარტალთან შედარებით აჩქარდა", - ნათქვამია ანგარიშში.TBC Capital-ის პროგნოზის თანახმად, ნომინალური მშპ 2025 წელს 104 მლრდ ლარს გადააჭარბებს. TBC Capital-ის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და 4,5%-ს მიაღწევს. საქართველოს მთავრობა 2025 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის 7,3%-იან ნიშნულს ელის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250865109_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_ec7722e0dfa1da684771918fdddc5dbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წლის შედეგებით: TBC Capital-ის პროგნოზი
TBC Capital-ის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და 4,5%-ს მიაღწევს.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7,3%-ით გაიზრდება, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია TBC Capital-ის ანგარიშში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2025 წლის ოქტომბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა, ხოლო მშპ-ის საშუალო ზრდის ტემპმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 7,6% შეადგინა.
„სავარაუდოდ, ნოემბრის ეკონომიკური ზრდა ოქტომბერთან (6%) შედარებით მცირედით მაღალი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ წლიური ზრდა ნორმალიზებას განაგრძობს და 2025 წელს ჯამურად 7,3%-ს მიაღწევს", -ნათქვამია ანგარიშში.
ანალიტიკოსებს „საქსტატის" მიერ განახლებული მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მონაცემებს მოჰყავთ. მათი თქმით, მიმდინარე წლის ივლის- სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6,4%-ით გაიზარდა.
„მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6,4% შეადგინა, რაც წინასწარ 6,5%-იან მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია. ამავდროულად, ზრდის შენელება გარკვეულწილად გასული წლის საბაზო ეფექტს უკავშირდება, რადგან, ჩვენი შეფასებით, სეზონურად შესწორებული რეალური მშპ წინა კვარტალთან შედარებით აჩქარდა", - ნათქვამია ანგარიშში.
TBC Capital-ის პროგნოზის თანახმად, ნომინალური მშპ 2025 წელს 104 მლრდ ლარს გადააჭარბებს.
TBC Capital-ის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და 4,5%-ს მიაღწევს.
საქართველოს მთავრობა 2025 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის 7,3%-იან ნიშნულს ელის.