https://sputnik-georgia.com/20251231/svanetshi-enguri-kalmaxis-qviritit-datevzianda-296468824.html
სვანეთში მდინარე ენგურის შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა
სვანეთში მდინარე ენგურის შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა
Sputnik საქართველო
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული. 31.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-31T18:00+0400
2025-12-31T18:00+0400
2025-12-31T18:00+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
სვანეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249059670_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_293b7f83f0430163e2d9b47ce1eac953.jpg
თბილისი, 31დეკემბერი - Sputnik. სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადები „წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის 200 ათასი ქვირითით დათევზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს - სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. უწყების ცნობით, მიმდინარე პერიოდში მდინარეების დათევზიანების აქტივობა ასევე განხორციელდა ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, ტანას დაცულ ტერიტორიებზე, ჯამში 100 ათასი ქვირითით.სამინისტროს ინფორმაციით, პოპულაციის გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.ნაკადულის/მდინარის კალმახი "წითელ ნუსხაში" 2006 წელს მოხვდა. მას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. აღნიშნული კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249059670_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_4cd2fac1d3bd75e805b523f78d669892.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სვანეთი , ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სვანეთი , ახალი ამბები
სვანეთში მდინარე ენგურის შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
თბილისი, 31დეკემბერი - Sputnik. სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადები „წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის 200 ათასი ქვირითით დათევზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.
„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს - სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. უწყების ცნობით, მიმდინარე პერიოდში მდინარეების დათევზიანების აქტივობა ასევე განხორციელდა ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, ტანას დაცულ ტერიტორიებზე, ჯამში 100 ათასი ქვირითით.
სამინისტროს ინფორმაციით, პოპულაციის გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
ნაკადულის/მდინარის კალმახი "წითელ ნუსხაში" 2006 წელს მოხვდა. მას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. აღნიშნული კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.