UFC: რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ინგლისელი კრისტიან ლეროი დანკანი იქნება

© photo: Roman Dolidze / FBრომან დოლიძე
რომან დოლიძე  - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2025
გამოწერა
ამ დროისთვის დოლიძე საშუალო წონის რეიტინგში (84კგ) მე-12 ადგილზეა. შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 19 შეხვედრაში 37 წლის მებრძოლმა 15-ჯერ გაიმარჯვა.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე 2026 წლის 21 მარტს ლონდონში დაგეგმილ ღონისძიებაზე იჩხუბებს, სადაც მისი მეტოქე ინგლისელი კრისტიან ლეროი დანკანი იქნება.
ინგლისელ მებრძოლს კარიერაში გამართულ 15 ბრძოლაში 13 გამარჯვება აქვს, აქედან 10 ნოკაუტია და ერთიც მახრჩობელა ილეთით გამარჯვება. დანკანმა UFC-ში ორჯერ წააგო, პირველად არმენ პეტროსიანთან, მეორედ კი – გრეგორი როდრიგესთან. ამჟამად ბრიტანელს ზედიზედ სამი მოგება აქვს.
რაც შეეხება დოლიძეს, ის საშუალო წონის რეიტინგში (84კგ) მე-12 ადგილზეა. შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 19 შეხვედრაში 37 წლის მებრძოლმა 15-ჯერ გაიმარჯვა.
ყველა ახალი ამბავი
0