https://sputnik-georgia.com/20251231/ra-shemosavali-miigo-saqartvelom-txilis-eqsportisgan-296463980.html
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ თხილის ექსპორტიდან?
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ თხილის ექსპორტიდან?
Sputnik საქართველო
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის. 31.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-31T14:29+0400
2025-12-31T14:29+0400
2025-12-31T14:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/82/246388295_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_6342d156565f02a77bf0ce35db2d68f7.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ ექსპორტზე 16,9 ათასი ტონა თხილი გაიტანა, რომლის ღირებულებამ 146 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ანგარიშში.თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის დაახლოებით 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.უწყების ცნობით, ექსპორტის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ერთი კგ თხილის საექსპორტო ფასმა 8,66 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44,3%-ით მეტია.მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, სადაც თხილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა, 3,5 ათასი ტონა იტალიაზე მოდის. ევროკავშირის ბაზრებზე მნიშვნელოვან პარტნიორებად ასევე რჩებიან ესპანეთი (2 ათას ტონამდე), გერმანია (1,1 ათასი ტონა) და საფრანგეთი (1 ათას ტონაზე მეტი).გარდა ამისა, იანვარ-ნოემბერში რუსეთში ექსპორტირებული იქნა 1,1 ათას ტონაზე მეტი ქართული თხილი, რომლის ღირებულებამ 6,8 მლნ დოლარი შეადგინა.დარგის დახმარებასაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან თხილის მწარმოებელი ფერმერების დახმარების პროგრამას აღარ გაგრძელდება.თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით სუბსიდირებას იღებდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონი ლარი იყო.ფინანსური დახმარების მისაღებად, ფერმერებს პლანტაციები 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოეხდინათ თხილის ბაღების რეგისტრაცია (მოგვიანებით ვადა 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა).ქართველმა ფერმერებმა 2024 წელს მაღალი ხარისხის თხილის წარმოებისთვის სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლეს - პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენდა.სახელმწიფო დახმარება დარგისთვის აუცილებელი გახდა, რადგანაც 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო თხილის წარმოების მოცულობა, ხარისხი და ექსპორტი შემცირდა. მავნებლების წინააღმდეგ მასშტაბურმა ზომებმა, რომლებიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/82/246388295_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_e98cfb55d996ed3ea1a400efe2db869b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ თხილის ექსპორტიდან?
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ ექსპორტზე 16,9 ათასი ტონა თხილი გაიტანა, რომლის ღირებულებამ 146 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ანგარიშში.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის დაახლოებით 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
უწყების ცნობით, ექსპორტის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ერთი კგ თხილის საექსპორტო ფასმა 8,66 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44,3%-ით მეტია.
მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, სადაც თხილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა, 3,5 ათასი ტონა იტალიაზე მოდის. ევროკავშირის ბაზრებზე მნიშვნელოვან პარტნიორებად ასევე რჩებიან ესპანეთი (2 ათას ტონამდე), გერმანია (1,1 ათასი ტონა) და საფრანგეთი (1 ათას ტონაზე მეტი).
გარდა ამისა, იანვარ-ნოემბერში რუსეთში ექსპორტირებული იქნა 1,1 ათას ტონაზე მეტი ქართული თხილი, რომლის ღირებულებამ 6,8 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან თხილის მწარმოებელი ფერმერების დახმარების პროგრამას აღარ გაგრძელდება.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით სუბსიდირებას იღებდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონი ლარი იყო.
ფინანსური დახმარების მისაღებად, ფერმერებს პლანტაციები 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოეხდინათ თხილის ბაღების რეგისტრაცია (მოგვიანებით ვადა 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა).
ქართველმა ფერმერებმა 2024 წელს მაღალი ხარისხის თხილის წარმოებისთვის სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლეს - პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენდა.
სახელმწიფო დახმარება დარგისთვის აუცილებელი გახდა, რადგანაც 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო თხილის წარმოების მოცულობა, ხარისხი და ექსპორტი შემცირდა. მავნებლების წინააღმდეგ მასშტაბურმა ზომებმა, რომლებიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.