https://sputnik-georgia.com/20251231/msoplio-bankis-reitingshi-saqartvelo-meotxe-adgilzea-296472951.html
მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილზეა
მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილზეა
Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველო მე-4 პოზიციას კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად იკავებს. 31.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-31T23:00+0400
2025-12-31T23:00+0400
2025-12-31T23:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/50/233595055_0:235:3000:1923_1920x0_80_0_0_a7e7403f6c40c2b25344c26b63812db3.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ (Business Ready) საქართველო ლიდერია და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 პოზიციას იკავებს.მსოფლიო ბანკის რეიტინგმა „ბიზნესისთვის მზაობა“ (B-READY) , რომელიც ბიზნესის კეთებისთვის საჭირო პირობებს აფასებს, Doing Business-ის ყოველწლიური ანგარიში ჩაანაცვლა, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დარღვევებთან დაკაშვირებული ინფორმაციის გამო გაუქმდა.მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველო მე-4 პოზიციას კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად იკავებს.ამასთან, საქართველო ოპერაციული ეფექტურობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, თუმცა ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზისა და სახელმწიფო მომსახურების შეფასებებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს.რას ნიშნავს ესეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძის აზრით, საქართველომ ღირსეული შეფასება მიიღო.„ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა ცინცაძემ.მისი თქმით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ესპანეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ.როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული რეიტინგის მიზანია, შეაფასოს ქვეყანაში ბიზნესგარემოს ეფექტიანობა, ასევე ის, თუ რამდენადაა ორიენტირებული ბიზნეს და მარეგულირებელი გარემო ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე.„საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ გააგრძელოს ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება იმ ახალი ინიციატივებით, რომელთაც მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს“, - განაცხადა ცინცაძემ.Business Ready (B-READY) რეიტინგი ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივეს სამი პარამეტრის მიხედვით აფასებს: ნორმატიული ბაზა, სახელმწიფო სერვისები და მუშაობის ეფექტურობა, რომელიც 10 მაჩვენებლისგან არის ჩამოყალიბებული. თითოეული კატეგორია ფასდება 0-დან 100-მდე შკალით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/50/233595055_62:0:2938:2157_1920x0_80_0_0_329e5fdba41e916e03dac7c491bfc8b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები
მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილზეა
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველო მე-4 პოზიციას კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად იკავებს.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ (Business Ready) საქართველო ლიდერია და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 პოზიციას იკავებს.
მსოფლიო ბანკის რეიტინგმა „ბიზნესისთვის მზაობა“ (B-READY) , რომელიც ბიზნესის კეთებისთვის საჭირო პირობებს აფასებს, Doing Business-ის ყოველწლიური ანგარიში ჩაანაცვლა, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დარღვევებთან დაკაშვირებული ინფორმაციის გამო გაუქმდა.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველო მე-4 პოზიციას კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად იკავებს.
ამასთან, საქართველო ოპერაციული ეფექტურობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, თუმცა ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზისა და სახელმწიფო მომსახურების შეფასებებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძის აზრით, საქართველომ ღირსეული შეფასება მიიღო.
„ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ესპანეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული რეიტინგის მიზანია, შეაფასოს ქვეყანაში ბიზნესგარემოს ეფექტიანობა, ასევე ის, თუ რამდენადაა ორიენტირებული ბიზნეს და მარეგულირებელი გარემო ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე.
„საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ გააგრძელოს ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება იმ ახალი ინიციატივებით, რომელთაც მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს“, - განაცხადა ცინცაძემ.
Business Ready (B-READY) რეიტინგი ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივეს სამი პარამეტრის მიხედვით აფასებს: ნორმატიული ბაზა, სახელმწიფო სერვისები და მუშაობის ეფექტურობა, რომელიც 10 მაჩვენებლისგან არის ჩამოყალიბებული. თითოეული კატეგორია ფასდება 0-დან 100-მდე შკალით.