https://sputnik-georgia.com/20251231/kaladzem-mosaxleobas-shoba-axali-weli-miuloca-296472481.html
გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას: კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას: კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერის თქმით, 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რადგან მუნიციპალიტეტის მერიას საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელება აქვს დაგეგმილი. 31.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-31T22:00+0400
2025-12-31T22:00+0400
2025-12-31T22:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
კახა კალაძე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_88a3fd94b4345081341c1862732857a1.jpg
თბილისი,31 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მიმდინარე 2025 წელი შეაჯამა.როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, თუმცა წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. გისურვებთ, მეტი სიკეთე შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში - თქვენი სიძლიერე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი თქმით, თბილისი სამართლიანად ამაყობს თავისი ისტორიით, კულტურით, გამორჩეული არქიტექტურით, თუმცა მისი მთავარი ხიბლი და ღირსება აქ მცხოვრები ადამიანები არიან - ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქალაქის რეალობას. „ამდენად, ყველა პროექტი, ყველა რეფორმა, თუ გადაწყვეტილება, რაც გაგვიხორციელებია, ემსახურება თბილისელების კეთილდღეობას, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რადგან მუნიციპალიტეტის მერიას საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელება აქვს დაგეგმილი. „სამუშაო, რომელიც მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს გასწია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის საფუძველი საიმისოდ, რათა 2026 წელი თბილისისთვის იყოს გაცილებით წარმატებული. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გვაქვს ბევრი გამოწვევა. მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვემსახუროთ თბილისს” - აღნიშნა კალაძემ. თბილისის მერმა ნდობისა და მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „განსაკუთრებული მადლობა გეკუთვნით თქვენ, თბილისელებს, რომლებმაც გვანდეთ ამ ქალაქის ბედი და წლებია თქვენი მხარდაჭერით გვაძლიერებთ. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. გისურვებთ, მეტი სიკეთე შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში- თქვენი სიძლიერე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას”, - განაცხადა კალაძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_131:0:1270:854_1920x0_80_0_0_d3849f79ed2bfe1b41348c2e5f9cfe32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება
საქართველო, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება
გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას: კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
დედაქალაქის მერის თქმით, 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რადგან მუნიციპალიტეტის მერიას საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელება აქვს დაგეგმილი.
თბილისი,31 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მიმდინარე 2025 წელი შეაჯამა.
როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, თუმცა წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. გისურვებთ, მეტი სიკეთე შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში - თქვენი სიძლიერე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში
„დღეს 31 დეკემბერია. მიილია 2025 წელი, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩავლილმა წელმა დაგვიტოვა ბევრად უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული ქალაქი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით, განახლებული სკვერებითა და ბაღებით, მეტი დახმარებით და გვერდით დგომით ჩვენი თანაქალაქელების მიმართ”,- განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისი სამართლიანად ამაყობს თავისი ისტორიით, კულტურით, გამორჩეული არქიტექტურით, თუმცა მისი მთავარი ხიბლი და ღირსება აქ მცხოვრები ადამიანები არიან - ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქალაქის რეალობას.
„ამდენად, ყველა პროექტი, ყველა რეფორმა, თუ გადაწყვეტილება, რაც გაგვიხორციელებია, ემსახურება თბილისელების კეთილდღეობას, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რადგან მუნიციპალიტეტის მერიას საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელება აქვს დაგეგმილი.
„სამუშაო, რომელიც მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს გასწია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის საფუძველი საიმისოდ, რათა 2026 წელი თბილისისთვის იყოს გაცილებით წარმატებული. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გვაქვს ბევრი გამოწვევა. მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვემსახუროთ თბილისს” - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა ნდობისა და მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლობა გეკუთვნით თქვენ, თბილისელებს, რომლებმაც გვანდეთ ამ ქალაქის ბედი და წლებია თქვენი მხარდაჭერით გვაძლიერებთ. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. გისურვებთ, მეტი სიკეთე შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში- თქვენი სიძლიერე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას”, - განაცხადა კალაძემ.