2025 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურში 1.055 განცხადება შევიდა

© photo: Sputnik / Stringerსემეკი
სემეკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2025
გამოწერა
მოქალაქეებისათვის ჩამოწერილ თანხის ოდენობამ 188.583 ლარი შეადგინა.
თბილისი,31 დეკემბერი — Sputnik. 2025 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურში 1.055 განცხადება შევიდა, მათ შორის საოქმო ჩანაწერი იყო 418, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, სოციალური ქსელების, „ცხელი ხაზისა" და ადგილზე მომსახურების გზით 30 ათასზე მეტ მოქალაქეს გაეწია კონსულტაცია.
„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის 2025 წელი მაღალი დატვირთვით, ეფექტიანობით და მოქალაქეებზე ორიენტირებული სწრაფი რეაგირების პრაქტიკით გამოირჩეოდა. ეფექტურ თანამშრომლობას წარმოადგენდა VIBER/WHATSAPP- ჩატის ფორმატი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ - აღნიშნული კომუნიკაცის შედეგად 250 შემთხვევაზე დროული რეაგირება განხორციელდა", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებისათვის ჩამოწერილ თანხის ოდენობამ 188.583 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება განცხადებებს სექტორების მიხედვით, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
სასმელი წყლის სექტორი - 505 განცხადება
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ - 313
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 185
შპს „ბათუმის წყალი“ - 5
შპს „ქობულეთის წყალი“ - 1
შპს „მარნეულის წყალი“ - 1
ელექტროენერგიის სექტორი - 442 განცხადება
სს „ენერგო პრო ჯორჯია“ - 342
სს „თელასი“ - 60
შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ - 31
სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ - 9
ბუნებრივი გაზის სექტორი - 106 განცხადება
შპს „თბილისი ენერჯი“ - 63
შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ - 22
სს „საქორგგაზი“ - 19
შპს „თელავგაზი“ - 2
ირიგაციის სექტორი - 2 განცხადება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ - 2.
ყველა ახალი ამბავი
0