ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2025
გამოწერა
ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,82% შეადგინა.
თბილისი, 31 დეკემბრი — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით 65,71 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 131,5 მლრდ ლარით ანუ 0,02%-ით მეტია 1-ელი ნოემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.
ანგარიშის თანახმად, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 224,67 მლნ ლარით, ანუ 0,72%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 93,17 მლნ ლარით, ანუ 0,27%-ით შემცირდა.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით 52,09% შეადგინა, რაც 0,87 პროცენტული პუნქტით მეტია 1-ელი ნოემბრისთვის დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,82% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8,98% , ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,43%.
ნოემბრის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.
ყველა ახალი ამბავი
0