ჩემპიონთა თასიდან გუნდურ მსოფლიო ჩემპიონობამდე: 2025 წლის ტოპ-10 ამბავი სპორტში

© PSG - Paris Saint-Germainხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2025
გამოწერა
2025 წელი ქართული სპორტისთვის საკმარისად მოსავლიანი აღმოჩნდა. იყო წარმატებები როგორც სპორტის გუნდურ სახეობებში, ასევე – ინდივიდუალურში.
ჩემპიონთა თასი კვარაცხელიას
უეფა-ს ჩემპიონთა თასი 2025 წლამდე მხოლოდ ერთ ქართველს, კახა კალაძეს ჰქონდა მოგებული 2003 და 2007 წლებში. ამჯერად კი ლიგა ხვიჩა კვარაცხელიამ მოიგო.
ის პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. მისმა პსჟ-მ კი „მილანი“ 5:0 დაამარცხა.
© PSG - Paris Saint-Germainხვიჩა კვარაცხელია
Хвича Кварацхелия с кубком Лиги чемпионов - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2025
ხვიჩა კვარაცხელია
ისტორიული ტოპ-8
საქართველოს ნაკრებს 2011 წლის შემდეგ ევრობასკეტი არ გამოუტოვებია. ისტორიული კი „ჯვაროსნების“ მონაწილეობით მეექვსე ევრობასკეტი გამოდგა – საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფი ესპანეთთან მოგებით გახსნა (83:69), რასაც მოქმედი ჩემპიონების ჯგუფში ჩარჩენა მოჰყვა. მერვედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთი იყო, რომელიც ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ქართველებმა ესპანელებს ფრანგებიც მიაყოლეს (80:70) და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ. იქ კი ფინეთთან დამარცხდნენ (79:93) და ევრობასკეტი ტოპ-8 ევროპულ გუნდს შორის დაასრულეს.
© Georgian Basketball Federationკალათბურთის ნაკრები
Сборная Грузии по баскетболу в шестой раз подряд сыграет на Евробаскете-2025 - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2025
კალათბურთის ნაკრები
UFC-ის ქართული ქამრები
UFC-ი-ში მოასპარეზე ქართველებისთვის ისტორიული წელი გამოვიდა: ილია თოფურიამ წონა შეიცვალა, თუმცა 70 კგ წონით კატეგორიაშიც მოახერხა ქამრის მოპოვება. იგი პირველი ქართველია, რომელმაც ორი სხვადასხვა წონის ჩემპიონობა იზეიმა.
ასევე იშვიათ ამბავთან გვქონდა საქმე მერაბ დვალიშვილის შემთხვევაში: მან ერთ კალენდარულ წელიწადში სამჯერ დაიცვა ქამარი.
© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishvili მერაბ დვალიშვილი
Боец Мераб Двалишвили - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2025
მერაბ დვალიშვილი
ორი გუნდური ოქრო
2025 წარმატებული წელი გამოვიდა ქართველი ძიუდოისტებისთვისაც. მსოფლიო ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანის შეჩერება ვერავინ მოახერხა, ევროპაზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონები გახდნან გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე.
მსოფლიოზეც და ევროპაზეც ძიუდოისტებმა გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედლები მოიპოვეს.
© European Judo Unionეთერ ლიპარტელიანი
дзюдо Этер Липартелиани - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2025
ეთერ ლიპარტელიანი
ბაზაძის თბილისური ჩემპიონობა
2025 წელს ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს თბილისმა უმასპინძლა. სანდრო ბაზაძეს 2022 და 2023 წლებში მსოფლიოზე ბრინჯაო და ვერცხლი ჰქონდა მოპოვებული, თბილისში კიდევ უფრო დამაჯერებლად იასარეზა და უმაღლესი სინჯის მედალი მოიგო.
© Fencing Federation Of Georgia სანდრო ბაზაძე
Фехтовальщик Сандро Базадзе — чемпион мира - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2025
სანდრო ბაზაძე
ბერძნულ-რომაული იმედი
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვახტანგ ლოლუამ ოქროს მედალი მოიპოვა. 55კგ წონის ფინალში მან ირანელი ახმად ბალუტაკი 9:7 დაამარცხა.
ვახტანგი 18 წლისაა, რაც იმედს გვაძლევს, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალი ვარსკვლავი დაიბადა.
© GeoWrestlingბერძნულ-რომაული ჭიდაობა
Сборная Грузии по греко-римской борьбе завоевала первые медали на ЧМ в Испании - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2025
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ტრადიციულად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქართველი ქომაგი გამარჯვებებს ისე მიაჩვია, რომ უკვე ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა მსოფლიოს თასზე გასვლა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება.
მსოფლიოს თასის საგზური „ბორჯღალოსნებმა“ მეშვიდედ მოიპოვეს, ხოლო რაგბი ევროპის ჩემპიონატი მეთოთხმეტედ მოიგეს.
© Сourtesy of Georgian Rugbyრაგბის ნაკრები
Сборная Грузии по регби  - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2025
რაგბის ნაკრები
ზედიზედ მეორედ
საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა თბილისში საბერძნეთი 26:24 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.
ფინალური ეტაპი შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრების ჯგუფში ითამაშებენ ხორვატია, შვედეთი და ნიდერლანდები. შეჯიბრება 15 იანვარს დაიწყება.
© Georgian Handball Federationხელბურთის ნაკრები
Мужская сборная Грузии по гандболу - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2025
ხელბურთის ნაკრები
დამაჯერებელი გამარჯვებით ევროპაზე
ევროპის ჩემპიონატზე გავიდა საქართველოს წყალბურთის ნაკრებიც: ჩვენმა გუნდმა საგზური მეორე ტურის შეხვედრაში შვეიცარიის 29:5 დაამარცხებით გაინაღდა. წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს.
ტურნირი 2026 წლის 10 იანვარს დაიწყება. მას სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს.
ჩვენი ნაკრების მეტოქეები: ხორვატია, საბერძნეთი, სლოვენია.
© photo: courtesy of Jako.fmწყალბურთის ნაკრები
Сборная Грузии по водному поло продолжает подготовку к Чемпионату Европы - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2025
წყალბურთის ნაკრები
ლეგიონერების გარეშე
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე ადგილი დაიკავა. შედეგად, კოსოვოს ნაკრებს გადაასწრო და შესარჩევ პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ორი მატჩის ჯამში სლოვაკეთს აჯობა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მიიღო.
© Facebook / FB / Georgian Football Federationფუტსალის ნაკრები
Сборная Грузии по футзалу - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2025
ფუტსალის ნაკრები
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 20 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ტურნირს ლატვია, ლიეტუვა და სლოვენია უმასპინძლებენ.
წყარო: პირველი არხი
ყველა ახალი ამბავი
0