https://sputnik-georgia.com/20251230/solagava-rusuli-xorblis-eqsportis-kvotireba-saqartveloze-gavlenas-ver-moaxdens-296429966.html
რუსული ხორბლის ექსპორტის კვოტირება საქართველოზე გავლენას არ მოახდენს: ექსპერტის მოსაზრება
რუსული ხორბლის ექსპორტის კვოტირება საქართველოზე გავლენას არ მოახდენს: ექსპერტის მოსაზრება
Sputnik საქართველო
სილაგავას განცხადებით, საქართველოსთვის ამ ეტაპზე დეფიციტის საფრთხე არ არსებობს, რადგან ქვეყანას გარდამავალი მარაგები აქვს. 30.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-30T14:57+0400
2025-12-30T14:57+0400
2025-12-30T14:57+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/18/283589373_0:127:3189:1921_1920x0_80_0_0_e71fc00ece62790413611b0aaab07eae.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. რუსეთიდან, რომელიც საქართველოს ხორბლის მთავარი მიმწოდებელია, ხორბლის ექსპორტზე დაწესებული სატარიფო კვოტების გაზრდა საქართველოს ბაზარზე გავლენას არ მოახდენს, განაცხადა საქართველოს მარცვლეულისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.რუსეთის მთავრობამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ რუსეთიდან ხორბლის, მესლინის, ქერისა და სიმინდის ექსპორტზე კვოტა 2026 წლის პირველ ნახევარში 20 მილიონი ტონით დაადგინა. ის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილება რუსეთის ბაზარზე მარცვლეული კულტურების წარმოებისა და მოხმარების პროგნოზირებული მაჩვენებლების საფუძველზე იქნა მიღებული.რუსეთმა 2021 წლის 2 ივნისიდან ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა, რომელიც მარცვლოვანთა დემპფერის მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს.მცოცავი ბეგარა და ქართველი მეწისქვილეების კრიზისიქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს და დღეში 400 ტონამდე პურ-ფუნთუშეულს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია, მათ შორის, ხორბლისაც.სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში 91,3 მლნ დოლარის ღირებულების 360,4 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი შემოიტანეს, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31,2%-ით მეტია.ქართველ მეწისქვილეებს რთული დრო მაშინ დაუდგათ, როდესაც რუსეთმა 2021 წლის ივნისში მარცვლეულის ექსპორტზე მცოცავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შედეგად, საქართველომ რუსეთიდან ფქვილის იმპორტი რამდენჯერმე გაზარდა, შესაბამისად, 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შეამცირა. შედეგად, ქვეყნის თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა ფუნქციონირება შეწყვიტა.წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ 2022 წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/18/283589373_230:0:2961:2048_1920x0_80_0_0_7f1cd46b20d08f5d8b02ef7f5bc17ae0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა
რუსული ხორბლის ექსპორტის კვოტირება საქართველოზე გავლენას არ მოახდენს: ექსპერტის მოსაზრება
სილაგავას განცხადებით, საქართველოსთვის ამ ეტაპზე დეფიციტის საფრთხე არ არსებობს, რადგან ქვეყანას გარდამავალი მარაგები აქვს.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. რუსეთიდან, რომელიც საქართველოს ხორბლის მთავარი მიმწოდებელია, ხორბლის ექსპორტზე დაწესებული სატარიფო კვოტების გაზრდა საქართველოს ბაზარზე გავლენას არ მოახდენს, განაცხადა საქართველოს მარცვლეულისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
რუსეთის მთავრობამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ რუსეთიდან ხორბლის, მესლინის, ქერისა და სიმინდის ექსპორტზე კვოტა 2026 წლის პირველ ნახევარში 20 მილიონი ტონით დაადგინა. ის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილება რუსეთის ბაზარზე მარცვლეული კულტურების წარმოებისა და მოხმარების პროგნოზირებული მაჩვენებლების საფუძველზე იქნა მიღებული.
„ჩვენს შემთხვევაში ეს გავლენას არ ახდენს, რადგანაც ქვეყანას უკვე აქვს ორი თვის გარდამავალი მარაგი, ფასები კი სტაბილურია. აქედან გამომდინარე, დღესდღეობით მსჯელობა იმაზე, თუ 20 მილიონი ტონის კვოტა რა ეფექტს მოიტანს, ალბათ, უფრო უპრიანი მარტში იქნება, როდესაც ახალი მოსავალი დაანონსდება, მათ შორის, ჩვენს საიმპორტო რეგიონებში - ეს არის რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი", - განაცხადა სილაგავამ მედიაპლატფორმა BMG-სთან.
რუსეთმა 2021 წლის 2 ივნისიდან ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა, რომელიც მარცვლოვანთა დემპფერის მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს.
მცოცავი ბეგარა და ქართველი მეწისქვილეების კრიზისი
ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს და დღეში 400 ტონამდე პურ-ფუნთუშეულს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია, მათ შორის, ხორბლისაც.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში 91,3 მლნ დოლარის ღირებულების 360,4 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი შემოიტანეს, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31,2%-ით მეტია.
ქართველ მეწისქვილეებს რთული დრო მაშინ დაუდგათ, როდესაც რუსეთმა 2021 წლის ივნისში მარცვლეულის ექსპორტზე მცოცავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შედეგად, საქართველომ რუსეთიდან ფქვილის იმპორტი რამდენჯერმე გაზარდა, შესაბამისად, 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შეამცირა. შედეგად, ქვეყნის თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ 2022 წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.