https://sputnik-georgia.com/20251230/romeli-servisebi-iqneba-xelmisawvdomi-uqme-dgeebshi-296419426.html
რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი 5-6 იანვარს: შემოსავლების სამსახურის განცხადება
რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი 5-6 იანვარს: შემოსავლების სამსახურის განცხადება
Sputnik საქართველო
უწყების განმარტებით, აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეული მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არ გაორმაგდება. 30.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-30T12:59+0400
2025-12-30T12:59+0400
2025-12-30T12:59+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23554/77/235547788_0:81:2048:1233_1920x0_80_0_0_9a86805dc3c3f6f4431f355c31218fd3.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. 5 და 6 იანვარს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ზოგიერთი სერვისი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს მასშტაბით 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა 23 დეკემბერს მოაწერა ხელი.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ დღეებში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო-გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო.უწყების განმარტებით, აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეული მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არ გაორმაგდება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვის-ცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299.მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო დაწესებულებებისთვის 1-დან 8 იანვრამდე პერიოდი უქმედ გამოცხადდა. რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ნებაყოფლობითი იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23554/77/235547788_149:0:1900:1313_1920x0_80_0_0_6c6f6960973db37c11a7532c60d1ecfb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო, შემოსავლების სამსახური , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი 5-6 იანვარს: შემოსავლების სამსახურის განცხადება
უწყების განმარტებით, აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეული მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არ გაორმაგდება.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. 5 და 6 იანვარს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ზოგიერთი სერვისი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მასშტაბით 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა 23 დეკემბერს მოაწერა ხელი.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ დღეებში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო-გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო.
მოქალაქეებს მოემსახურება ასევე: სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.
უწყების განმარტებით, აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეული მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არ გაორმაგდება.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვის-ცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო დაწესებულებებისთვის 1-დან 8 იანვრამდე პერიოდი უქმედ გამოცხადდა. რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ნებაყოფლობითი იქნება.