https://sputnik-georgia.com/20251230/parcxaladzeze-zebna-gamocxadda-296459397.html
ოთარ ფარცხალაძის მიმართ საქართველოს მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
ოთარ ფარცხალაძის მიმართ საქართველოს მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
Sputnik საქართველო
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს. 30.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-30T20:00+0400
2025-12-30T20:00+0400
2025-12-30T20:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_53fce3dc600877f00ebe4ddd697f1bd3.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ პროკურორმა საქართველოს მასშტაბით ძებნის შესახებ დადგენილება გამოიტანა.შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ყოფილ გენპროკურორზე უკვე საერთაშორისო ძებნა, ე.წ. წითელი ცირკულარით გამოცხადდება. ძებნის შესახებ დადგენილება პროკურორმა მას შემდეგ გამოიტანა, რაც ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გავრცელებული ინფორმაციით ოთარ ფარცხალაძე რუსეთში იმყოფება. ის სწორედ აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეა.ცნობისთვის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს. კერძოდ კი, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს რამდენიმე პირის საქმე, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე. გარდა ფარცხალაძისა, ძებნა არის გამოცხადებული დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8b356a5463c58cad52e68e17c1fb9f16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ოთარ ფარცხალაძის მიმართ საქართველოს მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ პროკურორმა საქართველოს მასშტაბით ძებნის შესახებ დადგენილება გამოიტანა.
შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ყოფილ გენპროკურორზე უკვე საერთაშორისო ძებნა, ე.წ. წითელი ცირკულარით გამოცხადდება. ძებნის შესახებ დადგენილება პროკურორმა მას შემდეგ გამოიტანა, რაც ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით ოთარ ფარცხალაძე რუსეთში იმყოფება. ის სწორედ აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეა.
ცნობისთვის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს. კერძოდ კი, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს რამდენიმე პირის საქმე, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე. გარდა ფარცხალაძისა, ძებნა არის გამოცხადებული დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ.