https://sputnik-georgia.com/20251230/mtkvridan-40-tevzmaxe-amoiges-296436730.html
მდინარე მტკვრიდან საბურავებისგან დამზადებული 40 თევზმახე ამოიღეს
მდინარე მტკვრიდან საბურავებისგან დამზადებული 40 თევზმახე ამოიღეს
Sputnik საქართველო
უმეტეს შემთხვევებში ბრაკონიერები თევზჭერისთვის იყენებდნენ ისეთ უკანონო საშუალებებს, როგორიცაა ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ტიპის ბადე და სხვ. 30.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-30T20:28+0400
2025-12-30T20:28+0400
2025-12-30T20:28+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250644289_0:299:3109:2048_1920x0_80_0_0_849db0270717736357c223c24da9c651.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში შიდა ქართლში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაგვეთის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან საბურავებისგან დამზადებული 40 ერთეული თევზმახე ე.წ. ოჩხი ამოიღეს. თევზმახეებში დაახლოებით 150 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული. სამმართველოს თანამშრომლებმა თევზი მდინარეში დააბრუნეს. დეპარტამენტის ცნობით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია. საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა. ეს ბრაკონიერობად მიიჩნევა. ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250644289_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6267b39434c9507aa51864ff32ee260f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მდინარე მტკვრიდან საბურავებისგან დამზადებული 40 თევზმახე ამოიღეს
უმეტეს შემთხვევებში ბრაკონიერები თევზჭერისთვის იყენებდნენ ისეთ უკანონო საშუალებებს, როგორიცაა ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ტიპის ბადე და სხვ.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში შიდა ქართლში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაგვეთის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან საბურავებისგან დამზადებული 40 ერთეული თევზმახე ე.წ. ოჩხი ამოიღეს. თევზმახეებში დაახლოებით 150 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული.
სამმართველოს თანამშრომლებმა თევზი მდინარეში დააბრუნეს.
დეპარტამენტის ცნობით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა. ეს ბრაკონიერობად მიიჩნევა.
ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვ.