https://sputnik-georgia.com/20251230/imeretsa-da-samegreloshi-eleqtroenergia-sheperxebit-miewodeba-296430438.html
იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება
იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება
Sputnik საქართველო
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ჯგუფები მეორე დღეა ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობობენ. 30.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-30T12:13+0400
2025-12-30T12:13+0400
2025-12-30T12:13+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22968/77/229687780_0:94:1592:990_1920x0_80_0_0_22c7dadacda2e73d5ae8cd6154a0edb0.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოგამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. უწყების ცნობით, ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი მწყობრიდან გამოიყვანა. „უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის დაზიანება გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალ, ისე დაბალ ქსელებში“, - ნათქვამია განცხადებაში. კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ჭირს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ჯგუფები მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ჯგუფებიც. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს აღდგენით სამუშაოებში ეხმარებიან. უწყების ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ ენერგომომარაგება სრულად არ აღდგება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22968/77/229687780_74:0:1519:1084_1920x0_80_0_0_c6fb41e5ec6f2561857a8d98b389f143.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ჯგუფები მეორე დღეა ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობობენ.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოგამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი მწყობრიდან გამოიყვანა.
„უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის დაზიანება გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალ, ისე დაბალ ქსელებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ჭირს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ჯგუფები მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ჯგუფებიც. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს აღდგენით სამუშაოებში ეხმარებიან.
უწყების ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ ენერგომომარაგება სრულად არ აღდგება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.