https://sputnik-georgia.com/20251230/axali-wlis-dgeebshi-tovliani-amindi-iqneba-296431594.html
ახალი წლის დღეებში საქართველოში თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება
ახალი წლის დღეებში საქართველოში თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება
Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა. 30.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-30T14:47+0400
2025-12-30T14:47+0400
2025-12-30T14:47+0400
საქართველო
ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1a/292264679_0:448:2048:1600_1920x0_80_0_0_90f492266e525963f7c7d9ad630da54b.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის დღეებში, 3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 31 დეკემბრის დღის ბოლოს, შესაძლოა, მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1-ელი იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით პლუს 2-4 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0 - პლუს 2, დღისით პლუს 5-7 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2 გრადუსამდე დაეცემა, დღისით პლუს 4-6 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 5-7 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით 0,-2 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 8-10, დღისით მინუს 3-5 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2-4, შიდა ქართლში მინუს 7-9, ხოლო დღისით პლუს 2-4 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 3 -5, დღისით კი პლუს 2-4 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 10-12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 13-15 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი მინუს 3-5 გრადუსი დაფიქსირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1a/292264679_0:256:2048:1792_1920x0_80_0_0_207f819571ef26adf72ff9ace2182413.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ამინდი საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
საქართველო, ამინდი საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
ახალი წლის დღეებში საქართველოში თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის დღეებში, 3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 31 დეკემბრის დღის ბოლოს, შესაძლოა, მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1-ელი იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით პლუს 2-4 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0 - პლუს 2, დღისით პლუს 5-7 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2 გრადუსამდე დაეცემა, დღისით პლუს 4-6 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 5-7 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით 0,-2 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 8-10, დღისით მინუს 3-5 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2-4, შიდა ქართლში მინუს 7-9, ხოლო დღისით პლუს 2-4 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 3 -5, დღისით კი პლუს 2-4 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 10-12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 13-15 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი მინუს 3-5 გრადუსი დაფიქსირდება.