https://sputnik-georgia.com/20251230/2025-wels-xetyis-ukanono-chris-900-paqti-gamovlinda-296430124.html
2025 წელს საქართველოში უკანონო ტყითსარგებლობის 900-მდე ფაქტი გამოვლინდა
2025 წელს საქართველოში უკანონო ტყითსარგებლობის 900-მდე ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას უკანონო ქმედების ჩადენისგან თავის შეკავებას ურჩევს. 30.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-30T14:00+0400
2025-12-30T14:00+0400
2025-12-30T14:00+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/81/238228188_0:540:5184:3456_1920x0_80_0_0_96e0e877a27bdeedff1f2a6a3868325c.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წელს უკანონო ტყითსარგებლობის 877 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, გამოვლენილი ფაქტებიდან 773 ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, მათ შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები, 101 სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების, 3 კი სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალარღვევის ფაქტია. უწყების ცნობით, გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორის 31 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1706 კუბური მეტრი შეადგინა. ეროვნული სატყეო სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა და მოსახლეობას უკანონო ქმედების ჩადენისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/81/238228188_0:514:3923:3456_1920x0_80_0_0_da69bf9767af894c3a71d6b0cd930002.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
2025 წელს საქართველოში უკანონო ტყითსარგებლობის 900-მდე ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას უკანონო ქმედების ჩადენისგან თავის შეკავებას ურჩევს.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წელს უკანონო ტყითსარგებლობის 877 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, გამოვლენილი ფაქტებიდან 773 ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, მათ შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები, 101 სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების, 3 კი სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალარღვევის ფაქტია.
„კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგს პატრულირებასთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებითაც ვახორციელებთ. მიმდინარე წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ”, - განაცხადა სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
უწყების ცნობით, გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორის 31 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
„საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1706 კუბური მეტრი შეადგინა.
ეროვნული სატყეო სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა და მოსახლეობას უკანონო ქმედების ჩადენისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.