რომელი ტკბილეულია აუცილებელი საახალწლო სუფრაზე? - ვიდეო

გამოწერა
ტკბილეული ახალი წლის სუფრის განუყოფელი ნაწილია. იხილეთ ვიდეო, თუ რომელი ტკბილეული მზადდება სადღესასწაულოდ საქართველოში.
ახალ წელს თითქმის ყველა ოჯახში მზადდება გოზინაყი — მოხალული ნიგოზი თაფლში. სადღესასწაულო სუფრის ასევე განუყოფელი ნაწილია ჩურჩხელა, რომელიც მზადდება ყურძნის წვენისა და თხილის ან კაკლისგან. ასევე ტრადიციული დესერტია ფელამუში, რომელიც მზადდება ყურძნის წვენისა და სიმინდის ან პურის ფქვილისგან.
სუფრაზე ტკბილეულს შორისაა ტყლაპი, თხილეული, ჩირი და თაფლი, ასევე თანამედროვე ტკბილეული, თუმცა, ტრადიციული დესერტები დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. ისინი ერთგვარი სიმბოლოა სურვილის - ახალი წელი იყოს სიტკბოთი, ხვავითა და ბარაქით სავსე.
ყველა ახალი ამბავი
0