https://sputnik-georgia.com/20251229/premierma-archevnebis-gareshe-orwliani-periodi-repormebis-drod-gamoacxada-296393261.html
პრემიერმა არჩევნების გარეშე ორწლიანი პერიოდი რეფორმების დროდ გამოაცხადა
პრემიერმა არჩევნების გარეშე ორწლიანი პერიოდი რეფორმების დროდ გამოაცხადა
Sputnik საქართველო
ჩვენ შეგვიძლია სამ-ოთხ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ორი მიმართულებით, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით, განაცხადა კობახიძემ 29.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-29T12:29+0400
2025-12-29T12:29+0400
2025-12-29T12:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_593304e5b56093962275ac13de620524.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. უახლოეს 2 წელს საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება, ამიტომაც ხელისუფლება მთლიანად კონცენტრირებული იქნება ქვეყნის განვითარებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში".4 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო რიგი ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება: ზოგადი და უმაღლესი განათლების, სამიგრაციო კანონმდებლობის, სამთავრობო უწყებების სტრუქტურის ცვლილებებისა და აქციების ჩატარების წესების გამკაცრების სფეროებში.პრემიერის თქმით, ამის გამოხატულებაა მათ შორის, კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომელიც მთავრობამ საზოგადოებას წარუდგინა.„ჩვენ შეგვიძლია სამ-ოთხ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ორი მიმართულებით, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა ასევე ეკონომიკის სწრაფი განვითარების ტემპის შენარჩუნება და ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა პრემიერმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლებამ შეძლო ბევრი მიმართულებით შეცდომების გამოსწორება ბევრი მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის სფეროებში, რკინიგზაში.გარდა ამისა, დეკემბრის შუა რიცხვებში, პრემიერ-მინისტრმა სურსათზე მაღალი ფასების შესწავლის აუცილებლობა დააანონსა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელურ გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. ფასწარმოქმნის საკითხს დროებითი საპარლამენტო კომისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_5fc4afdb66f8bc075717f8ba10314fd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერმა არჩევნების გარეშე ორწლიანი პერიოდი რეფორმების დროდ გამოაცხადა
ჩვენ შეგვიძლია სამ-ოთხ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ორი მიმართულებით, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. უახლოეს 2 წელს საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება, ამიტომაც ხელისუფლება მთლიანად კონცენტრირებული იქნება ქვეყნის განვითარებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში".
4 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო რიგი ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება: ზოგადი და უმაღლესი განათლების, სამიგრაციო კანონმდებლობის, სამთავრობო უწყებების სტრუქტურის ცვლილებებისა და აქციების ჩატარების წესების გამკაცრების სფეროებში.
„ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე:, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამის გამოხატულებაა მათ შორის, კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომელიც მთავრობამ საზოგადოებას წარუდგინა.
„ჩვენ შეგვიძლია სამ-ოთხ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ორი მიმართულებით, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა ასევე ეკონომიკის სწრაფი განვითარების ტემპის შენარჩუნება და ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლებამ შეძლო ბევრი მიმართულებით შეცდომების გამოსწორება ბევრი მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის სფეროებში, რკინიგზაში.
გარდა ამისა, დეკემბრის შუა რიცხვებში, პრემიერ-მინისტრმა სურსათზე მაღალი ფასების შესწავლის აუცილებლობა დააანონსა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელურ გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. ფასწარმოქმნის საკითხს დროებითი საპარლამენტო კომისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლიან.