https://sputnik-georgia.com/20251229/mdinareebi-kalmaxis-qviritit-datevzianda-296402593.html
ზემო იმერეთის მდინარეები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა
ზემო იმერეთის მდინარეები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა
Sputnik საქართველო
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული. 29.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-29T17:00+0400
2025-12-29T17:00+0400
2025-12-29T17:00+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279652779_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_696817d4bacf578e8abe0608f65b4fd9.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. ზემო იმერეთში, კვერეთის აღკვეთილის მდინარეები „წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის 20 ათასი ქვირითით დათევზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა მთის მდინარეების შენაკადებში თავსდება, სადაც იგი ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს - სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. უწყების ცნობით, მიმდინარე პერიოდში მდინარეების დათევზიანების აქტივობა ასევე განხორციელდა ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, ტანას დაცულ ტერიტორიებზე, ჯამში 100 ათასი ქვირითით.სამინისტროს ინფორმაციით, პოპულაციის გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.ნაკადულის/მდინარის კალმახი "წითელ ნუსხაში" 2006 წელს მოხვდა. მას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. აღნიშნული კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279652779_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_132ee225a458dcd592ad5153a9133952.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
ზემო იმერეთის მდინარეები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. ზემო იმერეთში, კვერეთის აღკვეთილის მდინარეები „წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის 20 ათასი ქვირითით დათევზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა მთის მდინარეების შენაკადებში თავსდება, სადაც იგი ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.
„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს - სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. უწყების ცნობით, მიმდინარე პერიოდში მდინარეების დათევზიანების აქტივობა ასევე განხორციელდა ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, ტანას დაცულ ტერიტორიებზე, ჯამში 100 ათასი ქვირითით.
სამინისტროს ინფორმაციით, პოპულაციის გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
ნაკადულის/მდინარის კალმახი "წითელ ნუსხაში" 2006 წელს მოხვდა. მას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. აღნიშნული კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.