https://sputnik-georgia.com/20251229/bakurianshi-xetkis-ukanono-mopovebis-paqti-gamoavlines-296393742.html
გარემოსდამცველებმა ბაკურიანში ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდამცველებმა ბაკურიანში ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტომანქანა დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული მასალა კი გადატანილია ბაკურიანის „საქმიან... 29.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-29T13:29+0400
2025-12-29T13:29+0400
2025-12-29T13:29+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23920/99/239209965_0:26:3072:1754_1920x0_80_0_0_e69cb5f84e4ade92f0c5dee41c1be4f7.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.უწყების ცნობით, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტომანქანა დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული მასალა კი გადატანილია ბაკურიანის „საქმიან ეზოში".უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23920/99/239209965_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_c111eafbf65e5034d09eb88cebfbfddf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
გარემოსდამცველებმა ბაკურიანში ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტომანქანა დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული მასალა კი გადატანილია ბაკურიანის „საქმიან ეზოში".
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტომანქანა დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული მასალა კი გადატანილია ბაკურიანის „საქმიან ეზოში".
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.