https://sputnik-georgia.com/20251229/bakebis-mier-gacemuli-kreditebis-moculoba-gaizarda-296393594.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ნოემბერში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ნოემბერში გაიზარდა
Sputnik საქართველო
ნოემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 29.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-29T13:00+0400
2025-12-29T13:00+0400
2025-12-29T13:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2025 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 944,67 მლნ ლარით, ანუ 1,39%-ით გაიზარდა და 1-ელი დეკემბრისთვის 68,97 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 652,59 მილიონი ლარით, ანუ 1,65%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 292,08 მილიონი ლარით, ანუ 1,02%-ით გაიზარდა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 11,04 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 2,05%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 19,35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ოქტომბრის მაჩვენებელზე 1,4%-ით მეტია.უწყების ცნობით, 2025 წლის ნოემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,25%-ით, ანუ 444,53 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, 35,97 მლრდ ლარი შეადგინა.ლარში გაცემული კრედიტების წილმა 58,18% შეადგინა, რაც 0,15 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის 1-ელი ონოემბრის მაჩვენებელზე.ნოემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ნოემბერში გაიზარდა
ნოემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2025 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 944,67 მლნ ლარით, ანუ 1,39%-ით გაიზარდა და 1-ელი დეკემბრისთვის 68,97 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 652,59 მილიონი ლარით, ანუ 1,65%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 292,08 მილიონი ლარით, ანუ 1,02%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 11,04 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 2,05%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 19,35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ოქტომბრის მაჩვენებელზე 1,4%-ით მეტია.
უწყების ცნობით, 2025 წლის ნოემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,25%-ით, ანუ 444,53 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, 35,97 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა 58,18% შეადგინა, რაც 0,15 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის 1-ელი ონოემბრის მაჩვენებელზე.
ნოემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.