ზამთრის კურორტებზე მოთხილამურე პატრული გამოჩნდა

© Facebook / FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaმოთხილამურე პატრული
მოთხილამურე პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2025
გამოწერა
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია და ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბერში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულები შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად გაძლიერებული რესურსით შეუდგნენ საქმიანობას. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მესტიის, გუდაურისა და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გუშინ, 27 დეკემბერს გაიხსნა.
„მოთხილამურე პატრულები, სასრიალო ტრასებზე ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად და წესრიგის დაცვის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, გაზრდილი შემადგენლობით განახორციელებენ პატრულირებას. მათ გავლილი აქვთ
გადამზადების შესაბამის კურსები, აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ეკიპირებით და მზად არიან დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პატრულთან ერთად დამსვენებლების უსაფრთხოებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, კრიმინალური პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იზრუნებენ.
ამასთან, გუდაურსა და ბაკურიანში, გაზრდილი მობილობის პარალელურად, მართლწესრიგის დაცვისა და ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პატრულირება საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებით
განხორციელდება.
სამთხო-სათხილამურო კურორტებზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2016 წლიდან მუშაობენ და ამ წლების განმავლობაში ასეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბერში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0